სხვა მამაკაცს სახლიდან ეშმაკის განდევნა სურდა და შედეგად მთელი ოჯახი ამოხოცა 2024, 21 თებერვალი, 11:43 ![]() იტალიელმა მშენებელმა მთელი ოჯახი დაღუპა, რადგან სახლიდან ეშმაკის მოშორება გადაწყვიტა. ამის შესახებ La Stampa იუწყება. 54 წლის ჯოვანი ბარეკამ პალერმოს გარეუბანიდან დარეკა პოლიციაში შაბათს, 17 თებერვალს და აღიარა დანაშაული. „ჩემი ოჯახი მოვკალი, დაგელოდებით, წამიყვანეთ... სახლში ეშმაკი იყო“, - თქვა კაცმა ტელეფონში. შემთხვევის ადგილზე მისულმა კარაბინიერებმა ბაღში ქალის დანახშირებული გვამი და ორი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. მათ ასევე იპოვეს საძინებელში ბარეკის 17 წლის ქალიშვილი, რომელიც შოკურ მდგომარეობაში იყო. დანაშაულის ადგილის დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცავებმა დაასკვნეს, რომ ბარეკა „დემონის განდევნის“ მცდელობაში რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდა ოჯახს . მისი პირველი მსხვერპლი იყო ცოლი, 40 წლის ანტონელა სალამონი, რომლის ცხედარი ხანძრის შედეგად იმდენად დაზიანდა, რომ სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა. მას შემდეგ, რაც დამნაშავემ სალამონი დაწვა, ის თავის ვაჟებს გადასწვდა, რომელთაგან ერთი 16 წლის იყო, მეორე კი ხუთი წლის . მან ბიჭები ჯაჭვებით დააბა, პირში ჩვარი გასჩარა, შემდეგ ცეცხლის საჩხრეკელით დაუწყო ცემა, ბოლოს კი ელექტროსადენით მოახრჩო . ![]() მეზობლებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ბარეკა ეშმაკებზე ფიქრებით იყო შეპყრობილი და ხშირად უგზავნიდა მათ უცნაური შინაარსის წერილებს. ![]() გადარჩენილი გოგონა ახლა სამართალდამცავების მფარველობის ქვეშ იმყოფება და უსაფრთხო ადგილას ცხოვრობს, მას ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. მან კომენტარი მისცა ადგილობრივ გაზეთს, სადაც თქვა, რომ მამამისს სურდა მათი ეშმაკისგან განთავისუფლება. 177 3-ს მოსწონს
|