x
მეტი
  • 21.04.2024
  • სტატია:134432
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508507
ვინ არის ილია თოფურიას რჩეული? - "ვფიქრობდი, ეს იგივე ადამიანია? ის ისეთი ტკბილია და შემდეგ... თითქმის ხოცავს ხალხს"
image

ილია თო­ფუ­რია UFC-ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნია. მან 18 თე­ბერ­ვალს ლე­გენ­და­რუ­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი მებ­რძო­ლი ალექ­სან­დრ ვოლ­კა­ნოვ­სკი და­ა­მა­რ­ცხა და ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ილი­ას მი­მართ ახლა ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო დი­დია.


მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს მისი ოჯა­ხის, პარტნი­ო­რი­სა და შვი­ლის შე­სა­ხებ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო მის­მა პარტნი­ორ­მა, რო­მე­ლიც კა­მე­რე­ბის წინ ილი­ას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა მას შემ­დეგ, რაც ილი­ამ ჩემ­პი­ო­ნო­ბა გა­ი­ფორ­მა.


ილი­ას მე­გო­ბა­რი ქალი ულა­მა­ზე­სი ეს­პა­ნე­ლი ბი­ზნეს­მე­ნი ჯორ­ჯი­ნა ბა­დე­ლია. ქარ­თველ სპორ­ტსმენს წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ვაჟი ჰყავს. ილია თა­ვის შვილ­თან და ჯორ­ჯი­ნას­თან ერ­თად ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ალი­კან­ტე­ში ცხოვ­რობს.



მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯორ­ჯი­ნა არის გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის კომ­პა­ნი­ის, Future & Energy აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი. მას გა­ნათ­ლე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი.


თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, შემ­თხვე­ვით და­ი­წყო. მათი თქმით, ერთ-ერთ ვახ­შამ­ზე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და იმ წა­მი­დან­ვე გაჩ­ნდა სიყ­ვა­რუ­ლი.


"ვახ­შამ­ზე შევ­ხვდი, ვი­ფიქ­რე, რა ლა­მა­ზი გო­გოა. ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია, რაც ღმერ­თმა მარ­გუ­ნა“, - ამ­ბობს ილია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.


ჯორ­ჯი­ნა UFC-ის მებ­რძო­ლის უდი­დე­სი მხარ­დამ­ჭე­რია და მის გვერ­დი­თაა ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.


"მე არ ვყო­ფილ­ვარ სპორ­ტის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი ან რა­ი­მე მსგავ­სი. როცა მის ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ­დი "ინ­სტაგ­რამ­ზე", ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ვი­ღაც სხვა არის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი იყო? ის ისე­თი ტკბი­ლია და შემ­დეგ... ის თით­ქმის ხოცავს ხალ­ხს“, - ამ­ბობს ჯორ­ჯი­ნა.


ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0