x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ილონ მასკის კრიტიკას გამოეხმაურა მილიონერი, რომელიც "უკვდავებას ეძებს"
image
მილიარდერი ბრაიან ჯონსონმა თავი ვამპირს შეადარა და ილონ მასკს უპასუხა, რომელსაც არ მოსწონს მისი დაბერების საწინააღმდეგო რეჟიმი.



ამერიკელმა ტექნიკურმა მაგნატმა ბრაიან ჯონსონმა, რომელმაც მილიონები დახარჯა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, აღიარა, რომ არ ადარდებს სიძულვილი, რომელსაც ის იღებს ბიოლოგიური საათის უკან დაბრუნების ძვირადღირებული მცდელობის გამო. ამის შესახებ Fortune წერს.


სინამდვილეში, ჯონსონმა ახლახან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ეს სიამოვნებს და სიძულვილი "სასაცილოა".


"მე მიყვარს ისინი, ვინც ვერ მიტანს, მომწონს ისინი. მივესალმები მათ, ვეხუტები, ვაფასებ მათ, დროს რომ ხარჯავენ კომენტარის გაკეთებაზე. ისინი თავიანთ პოზიციაზე დგანან, თავიანთ აზრზე საუბრობენ, ისინი არ არიან აპათიურები. მე მომწონს მათში ყველაფერი. არაფერს არ შევცვლი“ - თქვა ჯონსონმა.




ბიზნესმენის „მოძულეებს“ შორის არის მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დასცინოდა მილიონერის დაბერების საწინააღმდეგო რეჟიმს, რომელიც „უკვდავებას ეძებს“. თუმცა, ჯონსონი განზე არ გადგა და უპასუხა, ხუმრობით თავს ვამპირი უწოდა და მიანიშნა, რომ ტესლას ხელმძღვანელი არ არის საუკეთესო ბოსი.



"სხვაობა ჩემსა და ილონს შორის: მე ვიკვებები შენით და დავლევ შენს სისხლს, ის გაგათავისუფლებთ და დაგტოვებთ, რომ მოკვდეთ."- დაწერა მან მასკის პოსტის საპასუხოდ.



ჯონსონს აქვს რამდენიმე უჩვეულო პრაქტიკა. ის იმედოვნებს, რომ ეს პრაქტიკა დაეხმარება მას ამ მიზნის მიღწევაში. მილიონერი საუზმეზე ღვინოს სვამს, ყოველდღე ერთი საათის განმავლობაში ვარჯიშობს და 20:30 საათზე იძინებს. გაახალგაზრდავების მიზნით მან შვილის სისხლის გადასხმაც სცადა.

0
71
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0