ფოტოგრაფია ახალი თაობა ერთი ,, ქოლგის" ქვეშ 2012, 12 ოქტომბერი, 18:51 მას შემდგეგ რაც მზის რომელიღაც სხივმა კამერა ობსკურაში გაიარა და ბუნდოვანი, შავთეთრი გამოსახულება დააფიქსირა, სამყარო მოულოდნელად შეიცვალა, რადგან მზის სხივი, ქიმიური ელემენტებისა და ჯერ კიდევ პრიმიტიული ტექნიკის -შავნაჭერგადაფარებული უზარმაზარი ყუთის ურთიერთქმედებით ახალი ხელოვნება - დაგეროტოპია, შუქწერა, იგივე ფოტოგრაფია გაჩნდა.მოგვიანებით, საფრანგეთის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მიერ აღიარებული ეს ფაქტი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად იქცა.
შემთხვევითობა, თითქოს არაფრით გამორჩეული ბანალური სიუჟეტები “ ვიღაც " ან “რაღაც" ფოტოგრაფიის ძირითადი თემაა. “რაღაცას" მოვლენის სტატუსს, “ვიღაცას" კი განუმეორებელ ინდივიდუალობას ანიჭებს და კარგად ნაცნობი ფაქტის თუ სახის აბსოლუტურად უცნობ, მოულოდნელ პორტრეტებს წარმოგვიდგენს. ასე რომ, თვითონ ფოტოგრაფიაც მზის სხივებით დაფიქსირებული რეალობის მეშვეობით, თავად რეალობის მიღმა აზროვნებს და ირეალურ რეალობას - ხელოვნებას ქმინს. ფოტოგრაფია XIX საუკუნის ბოლოდან შემოდის საქართველოში, დღესდღეობით კი, საკმაოდ პოპულარულია ხელოვნების სხვა დარგებს შორის. მისდამი დამოკიდებულებაც თანდათანობით იცვლება, სწორ მიმართულებას იძენს და სიტყვა - ფოტოგრაფი, ხელოსნის ნაცვლად, უკვე ხელოვანს გულისხმობს. თბილისში უკვე მრავლად არსებობს ფოტოსკოლები და ფოტოსტუდიები, სადაც პროფესიონალები ფოტორაფიის ალქიმიური მომხიბვლელობის შქმნის ხელოვნებას მოყვარულებს ასწავლიან, რომლებიც, თავიანთი მხრივ, თანდათანობით იზრდებიან და საინტერესო პროფესიულ თვისებებს ავლენენ.ამას კი, უკვე მეორე წელია, საგანმანათლებლოდ მოყვარულთათვის დაარსებული ფოტოკონკურსი (“ქოლგა") აფასებს, რომელიც თეონა მამფორიას ხსოვნას მიეძღვნება. გამარჯვებულები კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფმა -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირმა “N" -გალერეაში " გამოავლინა, მათ საგანგებო პრიზები გადასცა. იქვე კონკურსის მუშაობის და შედეგების ამსახველი კომპაქტ-დისკისა (ფონად დასდევს გოგი ძოძუაშვილის მუსიკა) და ფოტოკატალოგის პრეზენტაცია მოაწყო და საზოგადოებას ქართველ ფოტოგრაფთა ახალი თაობა წარუდგინა. ჟიური ყოველგვარი თემატური, ასაკობრივი, პროფესიული, თუ სხვა შეზღუდვების გარეშე, თითქმის ორი თვის განმავლობაში ეცნობოდა და აფასებდა ახალი თაობის, მომავალ პროფესიანალ ფოტოგრაფთა ნამუშევრებს.საბოლოოდ, ათასიდან რამდენიმე საუკეთესო შეირჩა და “ქოლგამ", ფოტოხელოვნების ერთ-ერთმა სიმბოლომ, ქართულ სივრცეში ჯერ კიდევ უცნობი სახელები აღმოაჩინა: ლექსო ჭუმბურიძე ეიფელის კოშკისა და ეგვიპტური ობელისკის ვერტიკალებს შორის დაფიქსირებული მოდერნული სტილის ლამპიონის სინთეზს, ძირითადად სტილური კონტრასტების ხარჯზე ქმნის : თათია გურგენიძე “რაღაცის ფარგლებში" კარტიე -ბრესონისეული მარტოობის და სევდის ბურუსში მდინარის პირას, წვიმაში მოთევზავე ადამიანს აკვირდება, ბადრი ანთია - თანამედროვე ატრიბუტიკით : სიგარეტით, სანთებელით, ყავით შექმნილ ბუნდოვან ნატურმორტს ხელის უმნიშვნელო ჟესტით აცოცხლებს: ზაზა ორველიძე ჩვეულებრივი ხაშხაშით, პასტელის თბილი ტონებით, არატიპიურად მინიმალისტურ კომპოზიციას ქმნის, მას, უბრალოდ“ნეგატივს" არქმებს და სათაურით, ტკბილ ფერებში ჩამოღვრილი ერთი წვეთი შავი ნარკოტიკით, ფოტოს კონტექსტუალურად აღქმის საშუალებას გვაძლევს. მთლიანობაში, თიტოეული მათგანი ახალი თაობის ქართულ ფოტოგრაფიას ერთი “ქოლგის" ქვეშ ქმნის. ამ კონკურსში მეც ვმონაწილეობდი.. თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ ამ კონკურსთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში სტატია შექმნილია ბადრი ანთიას მიერ... 2012 წელს.. მადლობა ყურადღებისთვის... 58 4-ს მოსწონს
|