x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
43 წლის დედა საკუთარი ქალიშვილების წინ სრულიად დედიშობილა დადის და სხვებსაც მოუწოდებს იგივე გააკეთონ(ფოტოები)
image

43 წლის ამერიკელმა. ლიზა სტიუარტმა განაცხადა, რომ ის რეგულარულად დადის სახლში ტანსაცმლის გარეშე და ასწავლის ქალიშვილებს, რომ ამას მოეპყრნონ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე.



რა დიდ მიზანს ისახავს და რა არის როგორც მშობლის ამოცანა? თავად ლიზა დეტალურად განმარტავს:

"მე ყოველთვის შიშველი ვარ ჩემი შვილების წინაშე და უფრო მეტმა დედამ იგივე უნდა გააკეთოს.




სამუშაო დღის შემდეგ სახლში რომ შევდივარ, პირველი, რასაც ვაკეთებ, გაშიშვლებაა და ჩემი შვილები ამას ყურადღებას არ აქცევენ. ჩემი ორი გოგონა, 15 წლის ტია და 12 წლის ლილი, მიჩვეული არიან, რომ სადილს საცვლების ამარა ვამზადებ ან ბინას სრულიად შიშველი ვალაგენ. ჩვენი ოჯახი გოგოებისგან შედგება, ამ თვალსაზრისით ჩვენთვის არანაირი აკრძალვა არ არსებობს და მე არ მიმაჩნია ეს რაღაც უცნაურობად. საკუთარ სახლში განცალკევებულისთვის ტანსაცმლის გახდა არის საშუალება, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ და აჩვენოს თქვენს ქალიშვილებს, რომ მათ არ უნდა რცხვენოდეს საკუთარი სხეულის."

image


მას შემდეგ რაც წავიკითხე, რომ მოდელი ჰაიდი კლუმი, თავის უზარმაზარ ლოს-ანჯელესის სასახლეში წელზემოთ შიშველი დადის, დავრწმუნდი, რომ მარტო არ ვიყავი და ბევრი დედაც იგივეს აკეთებს.

image

ჰაიდის ქალიშვილმა, ლენიმ Call Her Daddy პოდკასტში ისაუბრა, რომ დედამისი ხშირად აუზთან მკერდმოშიშვლებული ირუჯება - მაშინაც კი, როცა მისი მეგობრები იქვე არიან. ლენიმ, 19 წლის მოდელმა, დასძინა, რომ ეს ნორმალური საქციელი იყო, მაგრამ აღიარა, რომ არასოდეს უნახავს მისი მეგობრების დედებს იგივე გაეკეთებინოთ . თუმცა მან გაიმეორა, რომ სიშიშვლე მათ ოჯახში აბსოლუტური ნორმაა.



Რატომაც არა?


''როგორც 43 წლის ორი გოგონას დედა, მინდა, ჩემმა ქალიშვილებმა იცოდნენ, რომ სხეულები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა და ეს კარგია. ასევე მინდა, რომ კომფორტულ გარემოში გაიზარდონ.



მაგალითად, მე ხშირად შევდივარ ლილის ოთახში სრულიად შიშველი და ვთხოვ შემასხუროს გასარუჯი აეროზოლი. და თუნდაც თვალებიც რომ დახაროს, ადგება და წყნარად მასხურებს. მას არ ეშინია ნებისმიერ პოზაში ჩემი დაყენება, რომ სრულყოფილი რუჯი მივიღო. მკერდი იქნება ეს თუ თეძოები, ლილი ყველაფერს აკეთებს.

image


ტია იგივეა, მაგრამ მან ახლახან მითხრა, ფიქრობს, რომ მე ვარ "ზედმეტად თამამი, ზედმეტად გახსნილი პიროვნულ დონეზე". მან დაამატა: "ჩვენ ვნახეთ შენი ყველა რაღაცეები", რის შემდეგაც სამივემ სიცილი ვერ შევიკავეთ.


ახლა მათთვის ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ ისინი ყოველთვის ასე არ იყვნენ როდესაც ისინი 11 და 8 წლის იყვნენ, საშინლად შეშფოთდნენ, როცა ტანსაცმელი გავიხადე. მითხრეს, რომ სასწრაფოდ მიიფარეო მაგრამ თანდათან გოგოები შეეჩვივნენ, რომ სახლში ტანსაცმლის გარეშე დავდივარ და შეყვარებულებსაც კი ეუბნებიან, როგორი "მაგარი" ვარ.

image

0
1141
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0