ქალი და მამაკაცი სკოლის შეყვარებულებმა 70 წლის შემდეგ ისევ განააახლეს ურთიერთობა 2024, 16 თებერვალი, 16:37 ![]() შეერთებულ შტატებში 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ საშუალო სკოლის ყოფილი შეყვარებულები ერთმანეთს შეხვდნენ და ახლა ერთად არიან. ამის შესახებ People იუწყება. 90 წლის ბილ ჰასინჯერმა და 92 წლის ჯოან ბლაკანმა მიჩიგანიდან სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ურთიერთობა ჰქონდათ მანამდე, სანამ ბლაკანი 1949 წელს საშუალო სკოლას დაამთავრებდა და კოლეჯში წავიდოდა სასწავლებლად. მოგვიანებით იგი სხვა კაცზე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა.მეუღლე 1989 წელს გარდაეცვალა. ![]() 2022 წელს, ბლაკანი ეძებდა თანაკლასელებს, რათა მოეწყო კლასელების შეხვედრა, როდესაც მოულოდნელად გაახსენდა პირველი სიყვარული. მან გადაწყვიტა ჰასინჯერთან დაკავშირება, რათა გაერკვია, როგორ განვითარდა მისი ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი მეზობელ ქალაქში ცხოვრობს. სატელეფონო საუბრის შემდეგ წყვილი ერთმანეთს შეხვდა. ![]() „ჩვენ ისეთივე შეყვარებულები ვართ, ან უფრო მეტად, ვიდრე თინეიჯერების დროს“, აღიარებს ჰასინჯერი. ახლა წყვილი ყოველ შაბათ-კვირას ერთად ატარებს. შეყვარებულები თამაშობენ სამაგიდო თამაშებს, ხსნიან თავსატეხებს, სეირნობენ და ტკბებიან ერთმანეთის გვერდით ყოფნით. ჰასინჯერი და ბლაკანი დარწმუნებულნი არიან, რომ დარჩენილ ცხოვრებას ერთად გაატარებენ. ისინი უახლოეს მომავალში გეგმავენ ერთ სახლში ან პენსიონერთა საცხოვრებელ კომპლექსში გადასვლას. ![]() 68 3-ს მოსწონს
|