x
image
Yoona
Mediator image
"ეშმაკი" ვიზაჟისტი 10 წლით აახალგაზრდავებს ქალებს ქირურგიული ჩარევის გარეშე
ყველა ქალს სურს, ნებისმიერ ასაკში მიმზიდველი დარჩეს. როგორც წესი, კლასიკური მაკიაჟი საკმარისია, რომ ღირსებებს ხაზი გაუსვათ. რა უნდა გააკეთონ მათ, რომელთა კანი ასაკის გამო ახალგაზრდების ელასტიური კანისგან განსხვავდება, რის გამოც მაკიაჟი მასზე ისე არ გამოიყურება, როგორც საჭიროა? ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ კოსმეტოლოგები და ქირურგები სიტუაციის გამოსწორებას შეძლებენ, მაგრამ ყველა მზად არაა ასეთი მკვეთრი ზომებისთვის!



image



ამ საქმეში მექსიკელი ვიზაჟისტი ენტონი რამირესი ადვილად ეხმარება ელეგანტური ასაკის ქალებს ოპერაციის და სხვა ექსტრემალური ჩარევების გარეშე. თავისი ოსტატობის, ნიჭის და ეშმაკობის დახმარებით კლიენტებს ათ წელს ადვილად აშორებს. ნამდვილად ყოველგვარი ოპერაციის გარეშე.



27 წლის ვიზაჟისტისთვის ყველა ქალი მშვენიერია.

image



მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლისაა ქალბატონი. მისი სილამაზე ასაკს მიღმაა.


image

ეს ქალბატონი შესანიშნავად გამოიყურება ენტონის ნამუშევრამდეც, მაგრამ შეხედეთ, ამ ბედნიერ თვალებს! შეუძლებელია მადლიერი და წარმოუდგენლად ბედნიერი ქალები შთაგონების წყარო არ გახდეს.



რა თქმა უნდა, ენტონი ახალგაზრდა მოდელებთანაც მუშაობს.

image



მაგრამ გაცილებით საინტერესო და ეფექტურია მუშაობა ქალებთან, რომლებიც 20 წლის აღარ არიან.

image



ვიზაჟისტი თავისი ნიჭის და ოსტატობის წყალობით ქალებს მეორე ახალგაზრდობას ანიჭებს.

image



ენტონი ამტკიცებს, რომ პლასტიკური ქირურგიის ჩარევა აუცილებელი არაა.

image

ზოგისთვის უკუჩვენებულია კიდეც! ყოველთვის არსებობს უფრო უსაფრთხო გამოსავალი. დიახ, ეფექტი მოკლევადიანია, მაგრამ ჯანმრთელობასაც არ აზიანებს.



საკმარისია, გქონდეთ გარკვეული უნარები ნამდვილი მაგიის შესაქმნელად.

image



ბუნებრივია, ასეთი შედეგის დანახვისას ქალები კაშკაშს იწყებენ.

image



გასაკვირი არაა, რადგან ჩვეულებრივი მაკიაჟი ადამიანს უკან წარსულში აბრუნებს.

image

ალბათ, სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მექსიკელი ვიზაჟისტი სილამაზის „დროის მანქანას“ შექმნიდა.



ენტონის ყველაზე მკაცრი ქალის გაბედნიერებაც შეუძლია.

image



ყოველდღიურ საზრუნავში ქალებს ხომ თავიანთი ნამდვილი სილამაზე ავიწყდებათ.

image



ცოტა „ჯადოქრობა“ და უკვე 15 წლით ახალგაზრდა ხარ!

image



ათასობით ქალი ენტონი რამირესის ნამუშევრებში შთაგონებას პოულობს!

image



ამ ქალის მაგალითზე გაჩვენებთ, რა არის ნიჭიერი ვიზაჟისტის საიდუმლო.

image



ენტონის საიდუმლო მარტივია: ვიზაჟისტი იყენებს დასაჭიმ ძაფებს სახის დროებით გასაახალგაზრდავებლად.

image

ჯერ ხაზავს სახეს, რომ გეომეტრია და პროპორცია შეინარჩუნოს, შემდეგ კანზე აკრავს წებოვან პატჩებს „ძაფებით“.



სწორი კუთხის და დაჭიმვის ძალის შერჩევა მნიშვნელოვანია.

image

პატჩების არასწორმა განთავსებამ შეიძლება გამოიწვიოს სახის ფორმის დამახინჯება და კანის ძლიერ დაჭიმვა, რაც ქალს უბრალოდ დაამახინჯებს.



თითქოს არაფერი ზებუნებრივი, მაგრამ რა საოცარი შედეგი გამოდის.

image



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 20 გოგო, რომლებმაც მაკიაჟზე ხელი ისე გაიწაფეს, რომ ნებისმიერ ვიზაჟისტს აჯობებენ

2. სტილისტმა ქალი ეფექტურ ლამაზმანად გარდაქმნა

3. მას სურდა, რომ ლამაზი პატარძალი ყოფილიყო. ვიზაჟისტის მუშაობის შემდეგ საქმრომ ვერ იცნო

4. ვიზაჟისტმა კოსმეტიკის დახმარებით 80 წლის ბებია გაახალგაზრდავა

5. ნიჭიერი ვიზაჟისტი, რომელმაც იცის ნებისმიერი ქალი დედოფლად როგორ აქციოს. 14 ნამუშევარი

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
202
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
202