x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134351
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
დედოფლისწყაროში 40 წლის მამაკაცს ეძებენ

image

.

მეორე დღეა, ოჯახის წევრები და ახლობლები, ქალაქ დედოფლისწყაროში, ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრებ დათო ჯანაშვილს ეძებენ. 40 წლის მამაკაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა და მას შემდეგ, აღარვის უნახავს.
ჯანაშვილის სიძის, ლევან უსუფაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი 14 თებერვლის დილის 11 საათიდან გაუჩინარდა.
.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ეპილეფსია აქვს და სახლიდან ჩვეულებრივად გავიდა.
.
”მთელი რაიონი ჩართულია, მთელი ღამე ვეძებდით, მაგრამ არ ჩანს. მეორადი ავეჯს რესტავრაციას აკეთებს და თუ რამე საჭიროებისთვის წავიდა, ამდენ ხანს ხომ უნდა გამოჩენილიყო. ჩვეულებრივად გავიდა სახლიდან, არავისთვის არაფერი უთქვამს”- ამბობს უსუფაშვილი.
.
დედოფლისწყაროს ტელევიზიის ცნობით, ოჯახმა უკვე მიმართა სამართალდამცავებს, რომლებიც დავით ჯანაშვილს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეძებენ.
ოჯახთან საკონტაქტო ნომერია - 591 41 66 05.
0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0