x
image
Guns N Roses
"ქარბორბალა ქობულეთში"

imageგავრცელებული ინფორმაციით გამთენიისას ქობულეთს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ქობულეთში ძლიერმა ქარმა სანაპირო ზოლი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები მნიშვნელოვნად დააზარალა.ადგილზე დასუფთავების სამსახული დილიდანვე მუშაობს. ასევე დაზიანებული იქნა ელექტროენერგიის ხაზები, რასაც დაახლოებით ორ დღეში აღადგენენ. როგორც ცნობილია ძლიერ ქარს თან წვიმაც ახლდა რის გამოც საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. გაწმენდითი სამუშაოები მომხდარიდან ერთ საათში დაიწყო. ზარალის საფასური ჯერ-ჯერობით უცნობია. ასევე დაზიანებული იქნა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. საბედნიეროდ ამ სტიქიის დროს არავინ არ დაღუპულა.
როგორც გამგებელი თენგიზ ზოიძე აცხადებს, დასუფთავების სამსახური დილიდან მუშაობს. რაც შეეხება ელექტროენერგიის დაზიანებულ ხაზებს, გამგებლის ვარაუდით, მისი აღდგენა ორ დღეში მოხერხდება.
„ქარბორბალა გამთენიისას, 04:00 საათზე დაგვატყდა თავს და ქალაქს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. რამოდენიმე კორპუსის სახურავი დაზიანდა. ქარს წვიმაც ახლდა თან, რის გამოც საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. გაწმენდითი სამუშაოები მომხდარიდან ერთ საათში დაიწყო. მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, - განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით ზარალი აუნაზღაურდებათ იმ პირებსაც, რომელთა მანქანებიც დაზიანდა.


3
216
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
216
  
2012, 12 ოქტომბერი, 20:34
კი მეც დავზარალდი სამწუხაროდ:((
2012, 12 ოქტომბერი, 17:33
+++++
2012, 12 ოქტომბერი, 17:15
+++++++++
0 1 3