საზოგადოება "ოპერაცია რომ გავიკეთე ჩემმა ფრანგმა შვილმა, სასტუმროში 25 ათასი დოლარი შემომიგზავნა" - დათო ევგენიძე 24 თებერვალი, 20:32
მუსიკოს დავით ევგენიძის მტკიცებით მას პირველი ორი შვილი ისე შეეძინა, მათგან პირველის ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ იცის. მეორე შვილიც საფრანგეთში გაიზარდა. თუმცა მეორე გოგონამ ახლახან როცა ევგენიძეს ძვირადღირებული ოპერაციები ესაჭიროებოდა, საფრანგეთში მის მიმართ ყურადღება გამოხატა და სასტუმროში ფული შეუგზავნა.
.
ევგენიძე გულისწყვეტით ამბობს, რომ ამ დრომდე ეძებს ვაჟს, რომელიც წესით ამერიკაში უნდა ცხოვრობდეს და 42 წლის უნდა იყოს.
. გადაცემაში - "ნოესთან" მუსიკოსმა დათო ევგენიძემ პირად ურთიერთობებზე გულახდილად ისაუბრა: „პირველი ურთიერთობა იმიტომ დაინგრა, რომ უცხოელი იყო. უცხოელი რომ მოგყავდა ცოლად, ნიშნავდა, რომ ის აქ არ რჩება და შენ უნდა წახვიდე. მე კი არსად წამსვლელი არ ვიყავი არასდროს. პირველი იყო მძაფრი შეყვარება, წავიდა და დავემშვიდობე. სერბი იყო. ყოველ წელს ჩამოდიოდნენ ხოლმე სტაჟირებაზე. მომდევნო წელს ჩამოსულებიდან სხვასთან ამეწყო ურთიერთობა. მან იცოდა, ჩემზე და ესნაზე. მითხრა, შენგან ბიჭი გააჩინა, დრაგანიო. .
ცხრა წლამდე არ ვეუბნებოდი, რომ მამამისი ვიყავი. ერთ დღეს მქონდა სპექტაკლი და აპლოდისმენტების ხმაში მოიყვანა ბებიამისმა და მაშინ მკითხა, მამაჩემი ხარო, ვუთხარი კი-მეთქი, ჩავიხუტე გულში და აღარც გამიშვია ხელი. . ოპერაციას რომ ვიკეთებდი, გაგიჟდა. მითხრა, სასტუმროში ფრანგი დაგირეკავს და რაღაცას მოგიტანსო. აღმოჩნდა, რომ 25 ათასი დოლარი მომცა", - ამბობს დათო ევგენიძე. 213 შეფასება არ არის
|