x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ოპერაცია რომ გავიკეთე ჩემმა ფრანგმა შვილმა, სასტუმროში 25 ათასი დოლარი შემომიგზავნა" - დათო ევგენიძე
image

მუსიკოს დავით ევგენიძის მტკიცებით მას პირველი ორი შვილი ისე შეეძინა, მათგან პირველის ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ იცის. მეორე შვილიც საფრანგეთში გაიზარდა. თუმცა მეორე გოგონამ ახლახან როცა ევგენიძეს ძვირადღირებული ოპერაციები ესაჭიროებოდა, საფრანგეთში მის მიმართ ყურადღება გამოხატა და სასტუმროში ფული შეუგზავნა.

.

ევგენიძე გულისწყვეტით ამბობს, რომ ამ დრომდე ეძებს ვაჟს, რომელიც წესით ამერიკაში უნდა ცხოვრობდეს და 42 წლის უნდა იყოს.


.

გადაცემაში - "ნოესთან" მუსიკოსმა დათო ევგენიძემ პირად ურთიერთობებზე გულახდილად ისაუბრა:


„პირველი ურთიერთობა იმიტომ დაინგრა, რომ უცხოელი იყო. უცხოელი რომ მოგყავდა ცოლად, ნიშნავდა, რომ ის აქ არ რჩება და შენ უნდა წახვიდე. მე კი არსად წამსვლელი არ ვიყავი არასდროს. პირველი იყო მძაფრი შეყვარება, წავიდა და დავემშვიდობე. სერბი იყო.


ყოველ წელს ჩამოდიოდნენ ხოლმე სტაჟირებაზე. მომდევნო წელს ჩამოსულებიდან სხვასთან ამეწყო ურთიერთობა. მან იცოდა, ჩემზე და ესნაზე. მითხრა, შენგან ბიჭი გააჩინა, დრაგანიო.


.
კინაღამ გავგიჟდი. ორი კვირა ვცდილობდი მასთან დაკავშირებას. როგორ იქნა, ველაპარაკე, მითხრა, შენგან გავაჩინე შვილი, მაგრამ არაფერი მინდა, ვთხოვდები და მივდივართ ამერიკაში და ამ ბავშვს ეცოდინება, რომ მამა ის არისო. მე 19 წლის ვიყავი, გული კი დამწყდა, მაგრამ ვუთხარი, კარგი-მეთქი. დღეს ვერ ვპოულობ. მამის გვარიც არ ვიცი. ახლა 42 წლის იქნება. შეიძლება, შვილთაშვილი მყავს?

.

საკმაოდ პატარა ვიყავი, დიდ თეატრში რომ ვთანამშრომლობდი. ბალერინა, რომელიც ცეკვავდა ჩემს სპექტაკლში ნახევრად რუსი და ნახევრად ფრანგი იყო. დამეწყო მასთან რომანი და მანაც გამიჩინა შვილი. ვნახულობდი, სამშობიაროშიც ვიყავი. ანჟელიკა დაარქვა, ჩემ დას რადგან ლიკა ერქვა. მეორე გოგონა, ლიკა ორი წლის მერე დაიბადა, ორივე 20 ნოემბერს არიან დაბადებული.

/

მეორე შვილიც რომ წაიყვანა საფრანგეთში და მანაც იგივე მითხრა, რომ ამასაც ეცოდინება, რომ მამამისი ჩემი ქმარიაო, ძალიან შევწუხდი და პირველის ძებნა დავიწყე და ანჟელიკას აღარ შევეშვი.

.


ცხრა წლამდე არ ვეუბნებოდი, რომ მამამისი ვიყავი. ერთ დღეს მქონდა სპექტაკლი და აპლოდისმენტების ხმაში მოიყვანა ბებიამისმა და მაშინ მკითხა, მამაჩემი ხარო, ვუთხარი კი-მეთქი, ჩავიხუტე გულში და აღარც გამიშვია ხელი.

.

ოპერაციას რომ ვიკეთებდი, გაგიჟდა. მითხრა, სასტუმროში ფრანგი დაგირეკავს და რაღაცას მოგიტანსო. აღმოჩნდა, რომ 25 ათასი დოლარი მომცა", - ამბობს დათო ევგენიძე.

0
213
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0