სისხლის სამართალი ბოლო დღემდე სჯეროდა, რომ დახვრეტას სამუდამო პატიმრობით შეუცვლიდნენ 14 თებერვალი, 16:36 ![]() იხსენებს ისა კოსტოევი, პროკურატურის გამომძიებელი 1965-1992 წლებში, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მანიაკის დაკავებაში: " ჩიკატილო არსებითად ნაძირალა იყო, რომელიც დედამიწას ამძიმებდა. და არაფერი იყო მასში, სისაძაგლის გარდა. ახლა მის შესახებ იღებენ ფილმებს, რომლებშიც ცოტა სიმართლე და ბევრი სულელური ლეგენდაა. ის, რომელიც დაიბადა უკრაინის ქალაქ სუმში, წარმოდგენილია თითქმის უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლად. მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ სინდისგარეცხილი უდამპლესი ტიპი იყო. ბევრს ვურთიერთობდი მასთან და მის შესახებ აზრი დღემდე არ შემიცვლია. მახსოვს, რაღაც მომენტში ჩიკატილომ გამუდმებით დაიწყო გამეორება, რომ ის სიცოცხლეს არ იმსახურებდა. მან პეტიციაც კი დაწერა, რომელშიც ასეთი თხოვნა იყო: „გთხოვთ, გამაცამტვეროთ, როგორც ღმერთის შეცდომა“. მაგრამ მას სინამდვილეში თავად სურდა სიცოცხლე: ეს იგრძნობა ყველა საუბარში, ყველა დაკითხვის დროს. ვერდიქტისა და სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩიკატილომ არაერთხელ ითხოვა სამშობლოში, უკრაინაში გადაყვანა - რატომღაც სჯეროდა, რომ იქ უფრო რბილად მოექცეოდნენ, ვიდრე რუსეთში.'' ![]() 1994 წლის 14 თებერვალს ანდრეი ჩიკატილო სიკვდილით დასაჯეს თავში გასროლით. სიკვდილით დასჯის მორატორიუმი კი ძალაში შევიდა 1997 წლის 16 აპრილს. 341 3-ს მოსწონს
|