x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
"ფეხბურთელების 98% ცოლს ღალატობს" - OnlyFans-ის მოდელი
image

იტალიელმა პორნომოდელმა პაულინა საულინიომ(Paulina Saulino) ცოლის მოღალატე ფეხბურთელის გამართლება სცადა. ამის შესახებ გამოცემა Marca წერს.


მოდელმა და მსახიობმა პაულინა საულინომ, ასევე პოპულარულმა OnlyFans პლატფორმაზე, დაიცვა "მანჩესტერ სიტის" საფეხბურთო კლუბის მოთამაშე კაილ უოკერი ორსული მეუღლის სკანდალური ღალატის და შემდგომ განქორწინების შემდეგ. მისი თქმით, ფეხბურთელის ორმაგი ცხოვრების შესახებ ამბები გასაკვირი არ არის, რადგან მათთვის "ღალატი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია". მან განმარტა, რომ ადამიანები ხშირად ცვლიან თავიანთ მოთხოვნილებებს ყველა სხვა სფეროში და ამ მხრივ არც სიყვარული განსხვავდება.

image


საულინომ აღიარა, რომ პრემიერ ლიგის მოთამაშეებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს და საკუთარი გამოცდილებიდან შეიტყო, რომ ერთგულება არ არის მათი ძლიერი მხარე. მოდელმა პრესტიჟული კლუბების ფეხბურთელების უმეტესობა ირიბად დაადანაშაულა ღალატში.


„თანავუგრძნობ უოკერს, რადგან სწორედ ამას აკეთებს ფეხბურთელების 98 პროცენტი, რადგან ძალიან ადვილია მათთვის სხვადასხვა ადგილას ორი-სამი ცოლ-შვილის ყოლა. ის არ არის პირველი და არც უკანასკნელი“, - ასეთი კომენტარი გააკეთა საულინომ ღალატზე.

image

"ჩემს ცხოვრებაში სამი რომანი მქონდა პრემიერ ლიგის ფეხბურთელებთან და მოგვიანებით გავიგე, რომ ისინი დაინიშნულები იყვნენ ან საერთიდ დაქორწინებულები. იმედგაცრუებული ვიყავი. მე ძალიან მომწონს კაცები, მაგრამ მათ ბევრი ნაკლი აქვთ. როგორც ქალი, არ ვცდილობ მათ შეცვლას და არ ველოდები, რომ სხვანაირად მოიქცევიან“, - განმარტა მოდელმა თავისი პოზიცია.

image


ცნობისთვის, "მანჩესტერ სიტის" მცველის, კაილ უოკერის მეუღლემ ის ღალატისა და ხშირი კონფლიქტების გამო სახლიდან გააძევა, ამის შესახებ წერს Tengri Sport.


ცნობილი ფეხბურთელის მეღლემ, ენი კილნერმა 33 წლის უოკერთან დაშორების შესახებ განაცხადა. წყაროს ცნობით, წყვილი დაახლოებით 5 თვეა ერთად აღარ ცხოვრობს.

image

წყვილს რამდენიმე საჯარო ჩხუბი ჰქონდა, რის შემდეგაც კილნერმა უოკერს აუკრძალა 2, 4 მილიონი ფუნტი ღირებულების სასახლის ტერიტორიაზე შესვლა.


ენის და კაილის დაშორებიდან მალევე, მოდელმა ლორინ გუდმანმა მიანიშნა, რომ კაილი ბიოლოგიურად იყო დაკავშირებული მის შვილებთან.


„უოკერს სამი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან და კიდევ ერთი შვილი დაიბადა 2019 წელს მოდელ ლორინ გუდმანთან ხანმოკლე რომანის შემდეგ.


დიდი ხნის განმავლობაში ლორინი დუმდა ქალიშვილის მამობის ვინაობის შესახებ, მაგრამ შემდეგ გამოაცხადა, რომ ფეხბურთელისგან იყო ორსულად.


ამავდროულად, გუდმენი არ მალავს, რომ მისი პირველი ვაჟი კაილისგან დაიბადა. ამ ინფორმაციების გაჟღერების შემდეგ, ფეხბურთელს ხშირად ჰქონდა ჩხუბი ახლა უკვე ყოფილ მეუღლესთან.

0
565
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0