x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ელექტრო BMW-ს მფლობელები შოკირებულები არიან შესაცვლელი ბატარეების ფასით
image

2013 წელს გამოშებული BMW i3 კომპაქტური ლუქი, რომელიც არსებობდა როგორც ჰიბრიდულ, ასევე მთლიანად ელექტრო ვერსიებში, სამი წლის წინ მოხსნეს კონვეირიდან. ეს ავტომობილი ოკეანის გაღმა სულ 45, 100 გაიყიდა, დიდი უმრავლესობა ჯერ კიდევ გზებზე დადის, თუმცა ნელ-ნელა სჭირდებათ ახალი მაღალი ძაბვის ბატარეების შეცვლა. ბევრი დარწმუნებულია, რომ ელექტრომობილის ქონა იაფი ჯდება, მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა.


როგორც მოწმობს სოციალურ ქსელებში ხანდაზმული i3 მფლობელების აღშფოთებული კომენტარები, ახალი ბატარეის დაყენება სამუშაოთი ჯდება 33–38 ათასი აშშ დოლარი (78-101 ათასი ქართული ლარი), ხოლო დილერმა დათვალა 71 ათასი დოლარი (დაახლოებით 188 ათასი ლარი). ერთი კლიენტისთვის)! ეს იმისდა მიუხედავად, რომ მისი ამ მარკის ავტომობილის წარმოების ბოლო წლებში ახალი BMW i3-ის რეკომენდებული ღირებულება მერყეობდა 45-52 ათას დოლარს შორის, ანუ გამოდის ბატარეების გამოცვლა ახალ მანქანაზე უფრო ძვირიც კი შეიძლება დაჯდეს!

image


გასაკვირი არ არის, რომ BMW i3-ის ბევრ მფლობელს ურჩევნია პრობლემის გადაჭრა სხვა გზით. ითვლება, რომ i3-ის ბატარეა, რომელიც შედგება რვა მოდულური უჯრედისგან, ერთბაშად კი არ იშლება, არამედ თანდათანობით, რაც შესაძლებელს ხდის მფლობელმა შეცვალოს არა მთელი ბატარეა, არამედ მხოლოდ ჩაშლილი მოდული, რომლის ფასი დაახლოებით 3, 5 ათასი დოლარია, ესეც საკმაოდ სოლიდური ფასია, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის.


BMW რეკომენდაციას იძლევა, გამოიცვალოს მთლიანი ბატარეა, მაგრამ არის სახელოსნოები და სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან სათითაოდ ჩაანაცვლონ მოდულებით.

0
493
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0