სხვა
შუა საუკუნეების დროინდელი 5 შოკისმომგვრელი ფაქტი, რომელიც დღეს სრულ აბსურდად მოგეჩვენებათ
13 თებერვალი, 9:16
ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ ისეთ ნივთს ვიყენებთ, რომელმაც ჩვენამდე ანტიკური ცივილიზაციიდან მოაღწია, თუმცა გარდა სასარგებლო გამოგონებებისა შუა საუკუნეები სავსე იყო უცნაური ტრადიციებითა და შოკისმომგვრელი ფაქტებით, რომლებიც თავისი აბსურდულობით თანამედროვე ადამიანსაც კი შოკში აგდებს.
ვიკინგების ოჯახში მთავარი პასუხიმგებელი პირი ცოლი იყო
ვიკინგების ოჯახში ყველა ძირითად გადაწყვეტილებას სწორედ ქალი იღებდა, და ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან იმ დროს მამაკაცები ხშირად სახლში არ იყვნენ, ხოლო ბევრი ლაშქრობიდან საერთოდ ვერც კი ბრუნდებოდა და ბევრი ქალი ქვრივდებოდა. ასე რომ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მამაკაცის მოვალეობისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება იძულებით უწევდა.
ძველრომაული კონტრაცეფცია
მრავალშვილიანობისგან თავიდან ასაცილებლად ძველი რომაელები კონტრაცეფციის საკმაოდ უცნაურ მეთოდებს იყენებდნენ. მაგალითად, მამაკაცებს საკუთარ "ღირსებაზე" ღვიის წვენის წასმას, ქალებს კი ობობას ტილოში გადახვევას და პირადი ჰიგიენისთვის მის გამოყენებას ურჩევდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმ პერიოდში ეს მეთოდები საკმაოდ ეფექტურად ითვლებოდა.
ცხოველების წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესები
ოდესმე გსმენიათ ცხოველების წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებზე? ეს შუა საუკუნეებში საკმაოდ გავრცელებულ მოვლენად ითვლებოდა. სრულიად აბსურდული სასამართლო პროცესების "შესანიშნავი" მაგალითია 1474 წელს გამართული მამლის სასამართლო პროცესი და დელფინების წინააღმდეგ გამართული სხდომა მარსელში.
მაფურთხებლების არსებობა
იცით, ადრე მაფურთხებლების პროფესია რომ არსებობდა? ძველ რუსეთში ეს იყო ცალკეული ტიპის მუშები, რომლებიც თალგამის თესლს აფურთხებდნენ, რომელიც შემდგომ სხვადასხვა კერძებში გამოიყენებოდა. წარმოიდგინეთ, რომ ერთი კილოგრამი თალგამი მილიონზე მეტ წვრილ თესლს შეიცავდა და ამ მძიმე და ძვირადღირებულ საქმეს სწორედ მაფურთხებლები აკეთებდნენ.
შუა საუკუნეებში საცვლებს მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ
იცოდით, შუა საუკუნეებში საცვლებს მხოლოდ მამაკაცები რომ ატარებდნენ? დიახ, სამოსის ეს ელემენტი მამაკაცური სიძლიერის სინონიმი გახლდათ, ამიტომ იმ დროს ცოტა ქალს თუ შეეძლო საცვლებით ტრაბახი. თუ კაცობრიობის მშვენიერ ნახევარზე ვისაუბრებთ გეტყვით რომ მდიდარ ქალბატონებს უფლება ჰქონდათ საცვლების ტარების, თუმცა ის ძირითადად, უხეში მასალისგან იყო დამზადებული, ვინადან სხვა არჩევანი იმ დროს არ იყო.