x
მეტი
  • 21.04.2024
  • სტატია:134437
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508508
დამამცირებელი კინოსინჯები: 5 მსახიობი, რომელსაც თავისი კასტინგების გახსენებაც კი ზარავთ

image


ჩვენმა საყვარელმა მსახიობებმა დიდი გზა განვლეს სანამ ცნობილები და პოპულარულები გახდებოდნენ. ისინი კასთინგებზე არაერთხელ აღმოჩენილან საკმაოდ უსიამოვნო და დამამცირებელ სიტუაციებში, რომელთა გახსენებაც მათ დღემდე არ უყვართ. დღევანდელ სტატიაში 5 ცნობილი მსახიობის უხერხული კინოსინჯების შესახებ მოგიყვებით.




ჯეიკ ჯილენჰოლი


image


"ბეჭდების მბრძანებლის" ისტორიაში ყველაზე ცნობილი ჰობიტი ფროდო შეიძლებოდა მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლი გამხდარიყო, თუმცა მსახიობისთვის აღნიშნული კასტინგი სრული კრახი აღმონდა, მას შემდეგ რაც ჯეიკმა სცენარიდან რამდენიმე სტრიქონი წაიკითხა, რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა მას პირდაპირ უთხრა რომ ასეთი უნიჭო მსახიობი მას არასოდეს უნახავს.




ემი როსუმი


image


ერთელ მსახიობი ემი როსუმი მსხვილ პროექტში მიიწვიეს, თუმცა ერთი პირობით: კასტინგი ბიკინით უნდა ჩატარებულიყო, რის შემდეგაც მას ისიც უნდა გაეხადა. კასტინგის ორგანიზატორები აღნიშნულ გადაწყვეტილებას თამამი სცენების სიუხვით ხსნიდნენ, თუმცა სცენარში მსგავსი არაფერი ყოფილა და რამდენიმე მსახიობი ქალი, რომელიც აღნიშნული როლის შესრულებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ რეჟისორის წინ გარკვეული პერიოდი ასე დედიშობილა დადიოდნენ.




რაიან გოსლინგი


image


რაიან გოსლინგმა ერთ - ერთ ინტერვიუში კასტინგების შესახებ საუბრისას გაიხსენა თუ როგორ შეაწყვეტინეს მას თავისი ემოციური მონოლოგი ერთ - ერთი მოსმენის დროს. მსახიობის თქმით, მისი მონოლოგის კითხვისას რეჟისორმა ტელეფონი აიღო და ტელეფონზე საუბარი დაიწყო ისე რომ მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია. მსახიობის აღიარებით, მას ასეთი დამცირება მანამდე არასდროს განუცდია.




მერილ სტრიპი


image


კარიერის დასაწყისში მერილ სტრიპი მოსმენებზე რეჟისორის შვილმა მიიწვია, ვინაიდან თეატრში მისმა თამაშმა ის გულგრილი ვერ დატოვა, თუმცა თავად სტრიპის შემხედვარე რეჟისორმა შვილს იტალიურად ჰკითხა: "რატომ მოიყვანე ეს სიმახინჯე აქ?" მერილმა იტალიური იცოდა - მან თავხედ კაცს საკადრისი პასუხი გასცა და კარი გაიჯახუნა.




როზამუნდ პაიკი

image


ფილმის "მოკვდი სხვა დღეს" მოსმენაზე მსახიობ როზამუნდ პაიკს კაბის გახდა მოსთხოვეს, მაგრამ მან ასეთ დამამცირებელ მოთხოვნაზე მტკიცე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მსახიობი არც კი ელოდა რომ დაურეკავდნენ, თუმცა მისი სიმტკიცით აღფრთოვანებული პროდიუსერები მის კანდიდატურას მალევე დათანხმდნენ.









0
253
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
253