x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
22 საინტერესო ფაქტი ლეონარდო და ვინჩის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

ლეონარდო და ვინჩი იყო თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანი, მაგრამ ამ დღეებში ადამიანების უმეტესობას იგი მხოლოდ რამდენიმე ნახატიდან ახსოვს. თუმცა რენესასანსის ეპოქის მხატვარსა და გამომგონებელზე კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია და ფაქტი არსებობს, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ.image

1. ლეონარდო და ვინჩიმ დატოვა 13000-ზე მეტი გვერდი შენიშვნები და ნახატები ანატომიის, ფიზიოლოგიის, ინჟინერიის, მექანიკის, გეომეტრიის, მათემატიკის, ფრინველების ფრენის, თვითმფრინავების, ბოტანიკის, პროპორციების, ტოპოლოგიის, იარაღის, მუსიკალური ინსტრუმენტების, ხელოვნების შესახებ და მრავალი სხვა. ეს ყველაფერი მან სპეციალური სარკის სტენოგრაფიის გამოყენებით, მარჯვნიდან მარცხნივ ჩაწერა.

2. ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა რობოტი რაინდის ჯავშანში, რომელსაც აკონტროლებდა კაბელები. როდესაც თანამედროვე ინჟინრებმა და ვინჩის ნახატებზე დაფუძნებული რეპლიკა ააშენეს, რობოტი სრულად ფუნქციონირებდა.image

3. ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობა, როგორც დღეს არსებობს, ძირითადად თანამედროვე რეკონსტრუქციაა. ნახატი საგრძნობლად გაუარესდა დახატვიდან მხოლოდ სამოცი წლის განმავლობაში და მას შემდეგ დაზარალდა წყალდიდობებით, დაბომბვებით, ფრანგი რევოლუციონერების “წყალობით", უხეში ქსოვილით, რომელიც ფარავდა ნახატს და ასევე დააზიანა ნესტიანმა ოთახმა, რომელშიც იგი ინახებოდა.image

4. ლეონარდო და ვინჩიმ და ნიკოლო მაკიაველიმ დაგეგმეს პიზადან მდინარე არნოს მოპარვა, როდესაც ქალაქი ფლორენციას ეომებოდა.image

5. ლეონარდო და ვინჩი წერდა: „ხის ყველა ტოტი მისი სიმაღლის ყოველ სტადიაზე, თუკი გავაერთიანებთ, ტოლია სისქით მის ზროსთან“. 2011 წელს კრისტოფ ელოიმ ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა, რომ ხეები, რომლებიც ლეონარდოს კანონს “მისდევდნენ" საუკეთესოდ ეწინააღმდეგებოდნენ ქარისგან გამოწვეულ განადგურებას.image

6. ლეონარდო და ვინჩის მტკიცედ განზრახული ჰქონდა გამოექვეყნებინა თავისი ყველა ნამუშევარი და დაუტოვა ისინი თავის მოსწავლეს, რომელმაც ვერ შეძლო ოსტატის ყველა ჩანაწერის გავლა და სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ტრაქტატის შედგენა მოახერხა მის ნახატზე, ხოლო დარჩენილი ნაშრომები მისმა მემკვიდრეებმა გაყიდეს, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებულნი მათი შინაარსით.

7. ლეონარდო და ვინჩის ყოველ 4 საათში მხოლოდ 20 წუთი ეძინა.

8. ჯინევრა დე ბენჩის პორტრეტი არის ლეონარდო და ვინჩის ერთადერთი ნახატი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ ნახევარსფეროში (ვაშინგტონში).

9. ლეონარდო და ვინჩის ნამდვილი გვარი არ ჰქონდა, რადგან ქორწინების გარეთდაიბადა. მისი "გვარი" გახდა და ვინჩი (სიტყვასიტყვით: ვინჩიდან), რადგან ის დაიბადა ქალაქ ვინჩიში.

10. ერთხელ ლეონარდო და ვინჩიმ ჩაატარა ექსპერიმენტი იმის გასაგებად, თუ როგორ მიედინება სისხლი გულის სარქველებში. ამისათვის მან გულში ჩაასხა ცხელი ცვილი, ჩამოსხმის საფუძველზე დაამზადა თხელი შუშის ყალიბი, შემდეგ კი მასში წყალი და მარცვლები ამოტუმბა. ამან მას საშუალება მისცა დაენახა, რომ გული არეგულირებს თავის თავს.image

11. ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi აუქციონზე 1958 წელს გაიყიდა 45 ფუნტად, ხოლო 2005 წელს 10000 დოლარზე ნაკლებ ფასად. 2011 წელს ნახატი ლეონარდოს ორიგინალ ნამუშევრად იქნა აღიარებული. ამის შემდეგ, 2013 წელს, ნახატი 75 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხელახლა გაიყიდა 127, 5 მილიონ დოლარად, შემდეგ კი ისევ აუქციონზე 2017 წელს 450, 3 მილიონ დოლარად.image

12. ყველაზე ძვირადღირებული ხელნაწერი არის ლესტერის კოდექსი, ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერების რვეული. ინფლაციის მიხედვით, ის 53 მილიონი დოლარი ღირს და ამჟამად ბილ გეითსს ეკუთვნის.image

13. მოგვების თაყვანისცემა არის ლეონარდო და ვინჩის დაუმთავრებელი ნამუშევარი, რომელიც შეკვეთილია ფლორენციული მონასტრის მიერ 1480 წელს. ლეონარდო მიდრეკილი იყო პროექტების მიტოვებისკენ, ასე რომ, ბოლოს, როცა სამსახურით დაიღალა, უბრალოდ მიატოვა ყველაფერი და გადავიდა მილანში. შემდეგ მონასტერმა ფილიპინო ლიპის გადაუხადა მხატვრობის დასასრულებლად.image

14. სანამ ცნობილი მხატვარი გახდებოდა, ლეონარდო და ვინჩი იყო ქორწილის ორგანიზატორი. მან თავდაპირველად შეიმუშავა 1491 წელს მილანის ჰერცოგის ქორწილის ბოლო ვახშმის მაგიდის განლაგება.

15. მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო და ვინჩი იყო მაღალი რენესანსის ერთ-ერთი წამყვანი მხატვარი, მისი ნამუშევრებიდან მხოლოდ 15 შემორჩა. ეს გამოწვეულია ლეონარდოს მუდმივი წარუმატებელი ექსპერიმენტებით ახალი ტექნიკით და მისი ქრონიკული გაჭიანურებით.image

16. 1998 წელს აიოვას ქალაქ დეს მოინსმა უარყო საცალფეხო ხიდის პროექტი, რადგან "ზედმეტად თანამედროვედ" ჩათვალეს. დიზაინი ეფუძნებოდა ლეონარდო და ვინჩის 1504 წელს შესრულებულ ჩანახაზებს.image

17. მუსიკოსის პორტრეტი დაუმთავრებელი ნახატია, რომელსაც ბევრი ექსპერტი ლეონარდო და ვინჩის მიაწერს. ეს მისი ერთადერთი ცნობილი მამაკაცის პორტრეტია. მას ბევრი მსგავსება აქვს ლეონარდოს სხვა ნახატებთან.image

18. ლეონარდო და ვინჩიმ მონა ლიზას მარჯვენა თვალში თავისი ინიციალები ამოტვიფრა.image

19. ლეონარდო და ვინჩის შენიშვნებში სექსუალურობაზე ერთ-ერთი მცირე მითითება წერია: „გამრავლების აქტი და ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, იმდენად ამაზრზენია, რომ ლამაზი სახეები და მგრძნობიარე მიდრეკილებები რომ არ არსებობდეს, ადამიანები გადაშენებას ამჯობინებდნენ“image

20. ლეონარდო და ვინჩის შეეძლო წერა და ხატვა ორივე ხელით.

21. ლეონარდო და ვინჩის ბოლო სიტყვები იყო: „მე შეურაცხყოფა მივაყენე ღმერთს და კაცობრიობას, რომ ჩემს ცხოვრებაში ასე ცოტა გავაკეთე“.

22. ლეონარდო და ვინჩი ყიდულობდა გალიაში მოთავსებულ ცხოველებს ბაზრებზე მხოლოდ იმისთვის, რომ ველურ ბუნებაში გაეშვა.

0
332
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0