x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრინჯაოს ხანის საგანძურში, ზოგიერთი ნივთი არამიწიერი ლითონისგან არის დამზადებული
image

ზოგიერთი ნივთი, რომელიც ვილენას ცნობილი განძის ნაწილია, არამიწიერი წარმოშობის ლითონისგან არის დამზადებული. ამის შესახებ Livescience იუწყება.


1963 წელს ესპანეთის ქალაქ ვილენასთან აღმოაჩინეს 59 ცალი სხვადასხვა ნივთი ბრინჯაოს ხანიდან, ჭურჭელი და ძვირფასეულობა, რომელიც ოქროსგან, ვერცხლისგან, ქარვისგან და რკინისგან იყო დამზადებული. ექსპერტებმა მაშინვე მიაპყრეს ყურადღება უჩვეულო მასალას, რისგანაც ზოგიერთი საგანძური იყო დამზადებული.


60 წლის შემდეგ კი მეცნიერებმა შეძლეს მისი შემადგენლობის დადგენა.



ერთ-ერთი რკინის სამაჯურზე და სფეროსებრ თასში სპექტრომეტრიამ გამოავლინა რკინა-ნიკელის შენადნობის კვალი, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება მეტეორიტებში. ვინაიდან კომპოზიცია ორივე შემთხვევაში იდენტური იყო, სამაჯურიც და სფერო-თასიც ერთი და იგივე მეტეორიტისაგან იყო დამზადებული. ექსპერტების აზრით, ის დედამიწაზე დაახლოებით მილიონი წლის წინ დაეცა.


აქამდე ცნობილი იყო მხოლოდ რამდენიმე არტეფაქტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულიდან, რომელიც მეტეორიტისგან იყო დამზადებული. ერთ-ერთი მათგანია ისარი, რომელიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 900 წლით. ის შვეიცარიაში აღმოაჩინეს. დანარჩენი მეტეორიტის რკინისგან დამზადებული ობიექტები პოლონეთში აღმოაჩინეს. ისინი თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 800 წლით.


კვლევის შედეგები, გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Trabajos de Prehistoria.


ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არქეოლოგებმა იტალიიდან და ეგვიპტიდან დაადასტურეს ტუტანხამონის დანის არამიწიერი წარმომავლობა - ორიდან ერთი ხანჯალში, რომელიც 1925 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა ჰოვარდ კარტერმა ფარაონის საფლავის გათხრების დროს მეტეორიტის რკინის კვალიც აღმოჩნდა.

0
195
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0