საზოგადოება მარი ჯაფარიძე: "ქალმა, რომელიც ძაღლებს შვილო-შვილოს დასძახოდა, საკუთარი ცოცხალი შვილი აგლოვა ათასობით ადამიანს.. 12 თებერვალი, 16:18 "შოკში ვარ... ტიკტოკში ერთი შუა ხნის ქალის ვიდეოებს მიგდებდა ხოლმე - არ ვიცი სად, მაგრამ რომელიღაც სოფელში ცხოვრობს, ოჯახის დიასახლისი, ჰყავს ძროხები, ქათმები და სულ დებდა თავისი მეურნეობის ვიდეოებს... ამოჰყავდა ყველი, ანთებდა „ფეჩს“... ჩაცმულობითაც, გარეგნობითაც სრულიად შეესაბამებოდა იმ ყოფას, სადაც ცხოვრობდა... ერთი, რაც ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენებოდა, რამდენჯერმე კაი გვარიანი ტატუებით გამოჩნდა, მკლავებზე, მაჯებზე... თუმცა, ვიფიქრე, რომ ალბათ ერთ დროს, ახალგაზრდობაში ქალაქში ან სულაც ევროპაში ცხოვრობდა და მაშინ გაიკეთა-მეთქი... შეფარებული ჰყავს უამრავი უსახლკარო ძაღლი... ვუყურებდი, როგორ ეფერებოდა, ზრუნავდა... ამის გამო ჰეითერები საერთოდ არ ჰყავდა, ყველა აქებდა და გულში იხუტებდა...
სამი დღის წინ შვილის ფოტო დადო და დაწერა, რომ გარდაიცვალა (ემიგრაციაში ჰყავს შვილი). ახალგაზრდა მამაკაცი იყო ფოტოზე და ნამდვილად მისი შვილი იყო...
სამი დღე სამძიმრებს იღებდა... და ტიკტოკში დებდა და დებდა შვილის ფოტოებს და მოსთქვამდა...ვიღაცამ დაუწერა, რა გეტიკტოკება ქალო, მიწას უნდა თხრიდეო და ვიდეო ჩაწერა და ისე გასცა პასუხი, მე მიწა უკვე გავთხარე, 8 დღეში ჩამომისვენებენო...
ჰოდა, დღეს ერთმა ტიკტოკერმა ქალმა დადო ვიდეო, ამ დილით ჩაწერილი, სადაც ამის ცოცხალ შვილს ელაპარაკება ვიდეოზარით...
ვერ ვიჯერებდი, გაოგნებული ვარ მართლა - ქალმა, რომელიც ძაღლებს შვილო-შვილოს დასძახოდა, საკუთარი ცოცხალი შვილი აგლოვა ათასობით ადამიანს...
მარტო მე კი არა, მისი შვილიც გაოგნებული ლაპარაკობდა...
მერე ზოგმა თქვა, ფულის გამოო, - ემიგრანტებმა დაიწყეს ფულის აგროვება, რომ ჩამოესვენებინა შვილი...
ზოგმა თქვა, ლაიქების და ფოლოვერების გამოო... რა ვთქვა, არ ვიცი...
გადავედი მის ექაუნთზე და დაუკეტავს, თუ დააფოლოვებ, მაშინ დაინახავ მის ვიდეოებს და თანაც, თვითონ უნდა დაგთანხმდეს, რომ დაემატო...
დავიჯერო, ტიკტოკის ბრალია ეს ამდენი გაგიჟებული ადამიანი?
პ.ს. ფოტოზე ქალი არ არის დედა, ეს არის ის ქალი, ვინც ცოცხალ ბიჭს ელაპარაკა და სიმართლე გაამჟღავნა." - წერს ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე
130 შეფასება არ არის
|