"მოდი ყოველი გადადე გვერდზე
და სანამ ისევ ცრემლს ცრემლს შერთავდე...
თუ მართლა გინდა და გულით ეძებ,
სულ მცირე კენჭიდან, მიხვალ ღმერთამდე."
* *
"ფიქრების ფსკერზე დადგა წარსული
და მაინ ვერას მაკლებს მქირდავი.
თუ პოეზიით ვარ გაძარცული,
პოეზიითვე ვარ მე მდიდარი."
* *
"ოდესმე სული როს გაბრწყინდება,
მავანი მოთვლის მაინც სხვა ცოდვებს.
ზოგჯერ რაცა გვაქვს იგი გვწყინდება
და რაც არა გვაქვს, უფრო გვაცოცხლებს."
ლაშა ლილუაშვილი 2024