ტენდენციები ქალების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მამაკაცები პირველ რიგში ქალის მკერდს ან უკანალს უყურებენ, თუმცა.. 10 თებერვალი, 15:33
ქალების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მამაკაცები პირველ რიგში ქალის მკერდს ან სხეულის სხვა ნაწილებს უყურებენ, თუმცა ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მდგომარეობა სულ სხვაა, ევროპელმა კოსმეტიკის მწარმოებლებმა ჩაატარეს კვლევა და აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ქალის გაცნობისას პირველ რიგში აქცევს ყურადღებას თმებს და ვარცხნილობას.
მამაკაცების 44%-მა განაცხადა, რომ აკურატული, ლამაზი ვარცხნილობა მათთვის პირველ რიგშია თვალში საცემი, მამაკაცების მხოლოდ 26%-ს "აბამს" ქალის ფეხები და ტანსაცმელი. ქალის მაკიაჟს მხოლოდ 4% აქცევს ყურადღებას, აგრეთვე მამაკაცების 82%-მა აღიარა, რომ ქალის სექსუალურობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი თმები და ვარცხნილობაა. მამაკაცებს უნდა ამოერჩიათ, რომ პაემანზე უნდა წასულიყვნენ ქალთან, რომელსაც დიდი მკერდი ჰქონდა ან ქალთან, რომელსაც ფუმფულა, ლამაზი ვარცხნილობა ჰქონდა, 60%-მა უკანასკნელი ვარიანტი აირჩია.კვლევებმა კიდევ ერთი მითი დაამსხვრია, რომ "მამაკაცები უპირატესობას ქერებს ანიჭებენ", კომპანია Garnier-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა 71% აღიარა, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის შავგვრემან ქალებს აძლევენ უპირატესობას. კიდევ ერთი, მამაკაცები არ აფასებენ რთულ ჩახლართულ იმპროვიზირებულ პარიკმახერულ ხელოვნებას და კრეატიულ ვარცხნილობას, მათთვის უფრო მისაღებია ფუმფულა, ოდნავ ტალღოვანი, მხრების ქვემოთ ოდნავ ჩამოშლილი თმები, (43%), აგრეთვე მამაკაცებს აშინებს და გაურბიან იმ ქალებს, რომლებიც ხშირად იცვლიან თმის სიგრძეს, ფერს და ვარცხნილობას. 332 3-ს მოსწონს
|