x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355448
  • სურათი:507980
რატომ იხრჩობდნენ წყალში თავს პატარძლები ქორწინების პირველ ღამეს

image


ძველ რუსეთში ყველაზე სასურველი პატარძალი იყო ის ქალი, რომელიც მაღალი და მსუქანი იყო, ამიტომ გამხდარი ქალები სასიძოს მოტყუების მიზნით შიგნიდან ათეულიბით კაბას და წინსაფარს იცმევდნენ რომ მსუქნები გამოჩენილიყვნენ, სასიძოს სიმაღლე კი არავის აინტერესებდა, მისი პირველი ღირსება მხოლოდ ის იყო, შეეძლო თუ არა ოჯახის შენახვა.სარძლოს შვილს მამა ურჩევდა, ისვე აწარმოებდა მოლაპარაკებას საპატარძლოს მამასთან.ქორწილის დღეს პატარძალს დედამთილისთვის უნდა ეჩუქებინა თავისივე მოქსოვილი ხალათი, ქორწილის მეორე დღეს დედამთილი ახლად შესული რძლის მოქსოვილი ან შეკერილი ხალათით უნდა გამოცხადებულიყო ქორწილში.მაგრამ თუ დედამთილი არ ჩაიცმევდა ხალათს და იტყოდა:"იქ სანახავი არაფერი იყო!", ეს იმას ნიშნავდა, რომ ვაჟი უვარგის არაფრის მაქნის ქალზე დაქორწინდა.თუ პატარძალი ქალწული არ აღმოჩნდებოდა, მასთან გაყრა არ შეიძლებოდა.


"რადგან დაქორწინდნენ, ეს ღმერთის ნებაა და იგი ღმერთმა გამოუგზავნა-კუზიანი თუ კოჭლი მას ვეღარაფერს მოუხერხებ"-ასე ფიქრობდნენ ძველ რუსეთში, ამბობს ძველი რუსული კოსტუმების კოლექციონერი და მხატვარი სერგეი გრებუშკინი. ხშირად ქალწულობის იმიტაციისთვის, ახლა როგორც ფართოდაა ცნობილი მამალს კლავდნენ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ძველ რუსეთში თუ სასიძოს პირველ ღამეს პატარძალთან არაფერი გამოუვიდოდა, ქალი მიდიოდა მდინარეში და თავს იხრჩობდა.


"ითვლებოდა, რომ ეს იყო ქალისთვის საშინელი სირცხვილი, იგი იმდენად უვარგისია, რომ ქმარიც კი ვერ აღაგზნო, თუმცა იმაზე არავინ ფიქრობდა, რომ ქმარი შეიძლება იმპოტენტი იყო, ან უბრალოდ იმ ღამეს არ გამოუვიდა და შემდეგ გამოსვლოდა"-დასძენს სერგეი გრებუშკინი.

0
285
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0