x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
15 საჩუქარი, რომელიც ქალებს არასდროს უნდა აჩუქოთ
თუ გეგმავთ შეყვარებულს ან ცოლს აჩუქოთ ძვირადღირებული სამკაული ან დახვეწილი საცვალი, იმედი უნდა გაგიცრუოთ, ასეთ საჩუქარს არ დააფასებენ!



არსებობს ერთი შეხედვით იდეალური საჩუქრები, რომლებმაც ქალებში შეიძლება გამოიწვიოს უკმაყოფილება და იმედგაცრუება.



image

კოსმეტიკური ნაკრები

დეკორატიული, კანის მოვლის და ჰიგიენური კოსმეტიკა – ყველამ თავად უნდა აირჩიოს. მით უფრო ქალმა! მაშინაც კი თუ წლები დაქორწინებული ხართ, ვერ გამოიცნობთ, რომელი ფერის ტუჩსაცხი სურს ახლა ან წითლის 50 ელფერიდან რომელი მოუხდება მის კაბას.



სუნამო


შესაფერისი სუნის სუნამოს შერჩევა რთულია, ამიტომ არც სცადოთ. გამონაკლისია, როცა ცოლს ან შეყვარებულს მხოლოდ ერთი საყვარელი პარფიუმი აქვს და მისი სახელი ზუსტად იცით.



სასაცილო სუვენირები

ასეთი საჩუქარი 1 აპრილს შეგიძლიათ გაუკეთოთ, მაგრამ ამ დღესაც სწორად შეიძლება ვერ გაიგოს. თუ გარისკვა არ გინდა, სახუმარო ნივთების მაღაზიიდან სწრაფად გამოდით და სხვა საჩუქარი შეარჩიეთ.



სავარჯიშო დარბაზის ვაუჩერი

ასეთი საჩუქარი „მინიშნება“ ქალს ეწყინება და მის თვითშეფასებას შეამცირებს. არასდროს აჩუქოთ სავარჯიშო დარბაზის ვაუჩერი, თუ თავად არ ითხოვს.



საცვლები

სარისკო საჩუქარია. ზომა სწორად შეიძლება ვერ შეარჩიოთ. ასევე ქალს მოდელი შეიძლება არ მოეწონოს. და ბოლოს, შერეული გრძნობები გამოიწვიოს. საცვლები ხომ ინტიმური ნივთია. გირჩევთ, აჩუქოთ ვაუჩერი მის შესაძენად.



ტანსაცმელი

იგივე ტანსაცმელს ეხება! ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, პირადი პრეფერენციებიდან გამომდინარე. ქსოვილი, ფასონი, ნივთების სტილი, სიგრძე, დეკორის არსებობა – ეს ყველაფერი დიდ როლს ასრულებს, განსაკუთრებით ქალებისთვის.



რესტორანში დაპატიჟება

თავად რესტორანში წასვლა კარგი საჩუქარი არაა, მაგრამ კარგი ადგილია, სადაც საჩუქარი შეგიძლიათ გადასცეთ.



სამზარეულოს ტექნიკა

თუ წინდების და ოდეკოლონისთვის სამაგიეროს გადახდა გინდა, მაშინ იმოქმედეთ! სხვა შემთხვევაში არ ღირს!



ყვავილები

ყვავილები საჩუქრის კარგი დანამატია, მაგრამ დამოუკიდებელ საჩუქრად შეუფერებელია. ოთახის ყვავილის ყიდვას მოერიდეთ, მას მოვლა, რეგულარული მორწყვა სჭირდება. დიდი ალბათობით, თქვენს შეყვარებულს ან მეუღლეს ამის გაკეთება არ შეუძლია.



სამკაული

თითქოს, რატომაც არა? მით უმეტეს, თუ არ არის ბიჟუტერია, არამედ ნამდვილი ბრილიანტები! არის გარკვეული ნიუანსი. მაგალითად, თქვენს შეყვარებულს ან ცოლს შეიძლება ოქრო ან ზოგადად სამკაულები არ უყვარდეს. ასეც ხდება.



სილამაზის სალონის ვაუჩერი

აქ სავარჯიშო დარბაზის ვაუჩერის ამბავი მეორდება. გსურთ მიანიშნოთ, რომ საკმარისად ლამაზი არაა? სწორედ ამას გაიფიქრებს, როცა საჩუქარს დაინახავს.



ყალბი ნივთები

ნამდვილი ზარას ჩანთა უკეთესია ვიდრე ყალბი ბირკინი, ხოლო უბრალო ხარისხიანი კედი, ვიდრე აბიბასი. თუ ქალს რომელიმე ბრენდის ყალბ ნივთს აჩუქებთ, იფიქრებს, რომ ნამდვილზე ფული დაგენანათ.



საყოფაცხოვრებო ტექნიკა

უთო, მტვერსასრუტი, ელექტროჩაიდანი. ამ ყველაფერს, როგორც ტუალეტის ქაღალდს, აუცილებლობის მიხედვით ვყიდულობთ და კარგი საჩუქარი ვერ იქნება.



ფული

ყველას აქვს საქმე და სხვა მოვალეობები, მაგრამ შეყვარებული ვერ შეეგუება იმ ფაქტს, რომ საკმარისი დრო არ გქონდათ მაღაზიაში მისასვლელად ან თუნდაც ინტერნეტში შესასვლელად.



არაფერი

მაშინაც კი, თუ ქალმა თქვა, რომ „არაფერი სჭირდება“, „მოდი, საჩუქრის გარეშე“ და ასე შემდეგ, მინიმალური ყურადღება მაინც უნდა გამოიჩინოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს

2. რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები ერთი და იმავე მოქმედების შესასრულებლად

3. მამაკაცის 21 წესი ქალებისთვის

4. 14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს

5. რატომ არის ცოლი ბავშვებზე უფრო მნიშვნელოვანი

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
220
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
220