x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355448
  • სურათი:507980
სუნები ზოგჯერ საფრთხეების მომასწავებელია
image


თქვენს სახლში გამუდმებით ცუდი სუნი შეიძლება გადაუჭრელი პრობლემა გახდეს, რაც თავის ტკივილად გექცევათ და ზოგჯერ, შესაძლოა, რაღაც სერიოზულის ნიშანი იყოს.


მნიშვნელოვანია განასხვავოთ თქვენს მაცივარში დამპალი პროდუქტების სუნი სახიფათო სუნისგან, რომელიც შეიძლება იყოს უფრო ღრმა პრობლემის მაჩვენებელი. არსებობს სუნი, რომელიც არა მხოლოდ უსიამოვნოა სახლში, არამედ პოტენციურად საშიშია მისი ჩასუნთქვა. თუ შეუმჩნეველი დარჩა, ამ სუნმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის რისკები, ძვირადღირებული რემონტი და სხვა ზიანი.


აქ ჩამოთვლილია ის სუნები, რომლებიც, როგორც მშენებლობის, სანტექნიკის და გათბობის ექსპერტები გვირჩევენ, არასოდეს უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ.


  • კვამლი

თუ კვამლის სუნი გცემთ, ეს განგაშის საფუძველს ნამდვილად იძლევა. თუ კვამლის დეტექტორი გაქვთ დამონტაჟბული და სიგნალიზაცია იწყებს მოქმედებას, ნუ უგულებელყოფთ გაფრთხილებას. სადაც არის კვამლი, იქ უნდა იყოს ცეცხლი. თუ კვამლის სუნი იგრძენით, დაუყოვნებლივ უნდა გამოიკვლიოთ მისი წყარო და დარწმუნდეთ, რომ ხანძრის საშიშროება არ არსებობს. კვამლის სუნი, მაშინ, როდესაც საკვებს არ ამზადებთ ან არაფერს წვავთ, შეიძლება მიუთითებდეს ხანძრის საშიშროებაზე, რომელიც დამალულია კედლებში ან სხვენში, ან სახლთან ახლოს.


  • დამპალი კვერცხის სუნი ჰაერში
ბუნებრივი გაზს სუნი არ აქვს, ამიტომ გაზის მომწოდებელი კომპანიები ამატებენ გოგირდის ან დამპალი კვერცხის მსგავს სუნს, რათა გაგაფრთხილონ გაზის გაჟონვის შესახებ.


ასე რომ, თუ თქვენი სახლის ჰაერში დამპალი კვერცხის სუნი იგრძენით, ეს სერიოზული შეშფოთების საბაბია. ბუნებრივი აირის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება ან მოწამვლა. თუ ამ სუნს აღმოაჩენთ, გამორთეთ გაზი და დაუყოვნებლივ დარეკეთ გაზის კომპანიაში.


უსაფრთხოების მიზნით, სასურველია დამონტაჟებული გქონდეთ გაზის გაჟონვის დეტექტორი, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა უსიამოვნო სუნი გაზის გაჟონვის შედეგი.


  • კანალიზაციის სუნი თქვენი აბაზანიდან
თუ თქვენ ხშირად ხვდებით ამ უსიამოვნო სუნს, დაუყოვნებლივ უნდა შეამოწმოთ თქვენი ნიჟარის სიფონი, რადგან ეს შეიძლება იყოს თქვენი საკანალიზაციო გაყვანილობის ან სიფონების პრობლემა. სიფონი არის U- ფორმის მილი თქვენი ნიჟარის ქვეშ, რომელიც გამიზნულია წყლის დასაჭერად.

სიფონი ხელსაბანის Alcadrain A41

კანალიზაციის სუნის პრობლემა ხშირად გამოუყენებელი აბაზანებიდან მოდის. როდესაც სიფონი შრება, ის საშუალებას აძლევს კანალიზაციის გაზის სუნს დაგროვდეს მასში. ასე რომ, ყოველ მეორე კვირას, იქნებ ჩარეცხოთ წყალი და ამგვარად შეავსოთ ეს სიფონი.


გაითვალისწინეთ, თუ გააგრძელებთ კანალიზაციის სუნის იგნორირებას, ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ უსიამოვნო თქვენთვის და სტუმრებისთვის, არამედ სახიფათო თქვენი ჯანმრთელობისთვის.


  • მუდმივი შარდის სუნი თქვენი ტუალეტიდან
ამიაკის ან შარდის სუნი შეიძლება იყოს თქვენი ტუალეტის ძირში გატეხილი ცვილის რგოლის ნიშანი. ცვილის რგოლი უნდა იყოს წყალგაუმტარი, რომელიც ხელს უშლის კანალიზაციის გაზების ოთახში გამოსვლას.


შესაძლოა ტუალეტის ქვეშ ჟონავს და ვერ ხვდებით, რომ ჟონავს მანამ, სანამ მის ქვეშ, ჭერზე ლაქა არ გამოჩნდება, ან ტუალეტის ძირიდან არ გამოჟონავს.


როდესაც სააბაზანოში შედიხართ, თუ ამის სუნი იგრძენით და დარწმუნდით, რომ ჰიგიენის ნორმების დაცვასთან არ არის კავშირში, შეამოწმეთ, ხომ არ ქანაობს თქვენი უნიტაზი, რადგან, როგორც წესი, თუ ის ქანაობს, ეს არის სარწმუნო ნიშანი იმისა, რომ დაზიანებულია მის ქვეშ ცვილის რგოლი.


  • დამპალი კვერცხის სუნი თქვენი წყლიდან
შხაპის წყალს არ უნდა ჰქონდეს სუნი. თუ შხაპის წყლის მოშვებისას ყოველთვის დამპალი კვერცხის სუნს გრძნობთ, შესაძლოა თქვენი წყლის გამაცხელებელი მალე გაფუჭდეს. ეს ნიშნავს, რომ წყლის გამაცხელებლის შიგნით არსებული ლითონები იშლება. ასე რომ, ჩვეულებრივ, უნდა შეცვალოთ ნაწილები, როგორიცაა ანოდის წნელები.


მას შემდეგ, რაც წყლის გამაცხელებელი იწყებს გაფუჭებას, შესაძლოა მალე შეგექმნათ პრობლემები ცხელ წყალთან, რომელიც სათანადოდ არ თბება, ასე რომ ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ამ ნიშანს. საკითხის ადრეული გადაჭრა დაგიცავთ იმ გიგანტური პრობლემებისგან, როგორიცაა წყლის გამაცხელებლის გაჟონვა. ეს მაშინ ხდება, თუ ის შიგნიდან იმდენად კოროზიული იყო, რომ წყალს ვეღარ იკავებს.


შხაპი თამარ ივერს ემიჯნება


  • ნესტიანი ობის სუნი
სახლში უსიამოვნო, ან ობის სუნი, ხშირად მიუთითებს ობის არსებობაზე, რომელიც ხარობს ნესტიან გარემოში. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს ალერგია ან რესპირატორული პრობლემები.

თუ შენიშნეთ უცნაური, ჭუჭყიანი სუნი, მიზეზი ხშირად არის ნელი გაჟონვა, რომელიც ხდება თქვენი სახლის კედლებში. მოძებნეთ მოყვითალო ლაქები თქვენს კედელზე და კედლის კუთხეებში, ეს წყლის წყაროს ნიშნებია.

თუ არ გინდათ, რომ ობი თავისუფლად გაიზარდოს, ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს სახლის მესაკუთრეების როლზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია სახლის რეგულარული კონტროლი და მოვლა.


  • დამწვრის სუნი ტექნიკიდან
დამწვრის სუნი ტრიალებს ტექნიკის გარშემო, როგორიცაა თქვენი საშრობი - ბოლოს როდის გაიწმინდეთ საშრობის ფილტრი? თუ საშრობიდან წვის სუნი იგრძენით, მიზეზი ხშირად მისი ფილტრია.

წვის სუნი შეიძლება მიუთითებდეს თქვენი ტექნიკის, გაყვანილობის ან მოწყობილობების ელექტრო დეფექტზე და გაუმართაობაზე. უარეს შემთხვევაში, ამ გაუმართაობამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტრო ხანძარი.

თუ წვის სუნს გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ფილტრი უდა გაიწმინდოს საშრობიდან, თუ რასაკვირველია არ გინდათ, რომ მას ცეცხლი წაეკიდოს.

თუ იგრძნობს დამწვარი პლასტმასის ან რაიმე ელექტრო დანადგარებიდან მსგავს სუნს იდენტიფიცირებული წყაროს გარეშე, გამორთეთ ელექტროენერგია და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ელექტრიკოსს.


რა საფრთხეს უქმნის ადამიანს კონდენციონერი - მკურნალი.გე


  • მოტკბო, სიროფის სუნი თქვენი კონდიციონერიდან
ზოგჯერ საშიში სუნი შეიძლება იყოს ტკბილი.


უჩვეულო ტკბილი სუნი შეიძლება მიუთითებდეს გამაგრილებელი სითხის გაჟონვაზე თქვენი მაცივრიდან ან კონდიციონერიდან. ეს მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას, რათა თავიდან იქნას აცილებული დანადგარის გაფუჭება და რეფრაგენტის პოტენციური გავრცელება, რაც შეიძლება სარისკო იყოს.


ამიტომ, ყოველ სეზონზე უნდა გაწმინდოთ ფილტრები კონდიცირებისა და გათბობის ბლოკებში და ვაკუუმი მაცივრის ხვეულები ყოველ ექვს თვეში ერთხელ, რათა თავიდან აიცილოთ გაუმართაობები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ცვეთას.


საბოლოო ჯამში, ეს სუნები არის უფრო დიდი საფრთხის გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც არ უნდა იყოს იგნორირებული. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც უცნობი წყაროდან რაღაც უცნაურ და უჩვეულო სუნს შენიშნავთ, ნუ უგულებელყოფთ მას - დაიწყეთ ყურადღების მიქცევა.

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0