სხვა რას ხდის ფარდას იოანეს საფლავი?! 8 თებერვალი, 15:50 ეს კვლავ იერუსალიმია, დასახლება უმ-ლაისუნი. 2002 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად, იქ ნამონასტრალზე ქართველი ეპისკოპოსის, იოანეს საფლავი აღმოაჩინეს. თითქოს ისეთი არაფერია, მაგრამ მან უდიდესი როლი ითამაშა.
საფლავის წარწერაში რომელიც მეხუთე საუკუნისაა, ვკითხულობთ ეთნონიმ ქართველს, ქვაზე წერია " ესე სამარხოი იოჰანე ფურტაველ ეპისკოპოსისაი ქართველისაი", არადა აქამდეც და მგონი დღესაც ქართველ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეთნონიმი ქართველი გაჩნდა გაცილებით გვიან, მაგრამ იერუსალიმის (უმ-ლაისუნის) საფლავის ქვა, სხვა რამეს ადასტურებს, რომ ქართველებად, ჩვენ ბევრად ადრე ვიწოდებოდით. სამწუხაროდ ამ კრიპტის ღირსეულად შესწავლა არ მოხდა, სადაც არაერთი ნაშთი იქნა აღმოჩენილი, თუმცა, ამ ერთმა ქვამ, ისტორია ნამდვილად შეცვალა.
14 1-ს მოსწონს
|