ამოცანები კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს) 7 თებერვალი, 9:22 1. მკვლელობა ოფისში ვიდრე ინსპექტორი ვინტერსი ჯონ სტალის მყუდრო ოფისს ათვალიერებდა, ბარტ რიმ თქვა: კითხვა: რა შეცდომა დაუშვა რიმ? 2. არქტიკის მკვლევარი სემ ჯეიმს ჰარვი, მოხუცი მოგზაური და არქტიკის მკვლევარი, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. სახლიდან გაქრა 400 000 დოლარი, რომელსაც მეცნიერი სეიფში ინახავდა. მაგრამ პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ ფული ისევ სახლში იყო და ისეთ რაღაცაში იდო, რაც თავად მკვლელმა მიიტანა. ჯეიმს ჰარვის სახლში მკაცრი წესები მოქმედებდა: მასში შესვლა ყველას თავისუფლად შეეძლო, იქიდან გამოსვლის კი არა. ყველას ჩხრეკდნენ, მსახურებსაც კი. იმ დღეს, როდესაც მეცნიერის ქონება აუქციონით უნდა გაეყიდათ, დოკტორ მერიდიტი შეუერთდა შერიფ მონაჰანს მკვლევარის სახლში. — დღეს ყველაფერს გაყიდიან, – უთხრა შერიფმა. — დამშვიდდით, – უთხრა მერიდიტმა. – ის ამ ოთახშია და მზად არის ნივთი შეიძინოს. კითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი? 3. სიკვდილი ჰაერში როგორც კი ძველი თვითმფრინავი გამოფრინდა ნიგერიიდან, ბორტზე ძლიერი ჯანჯღარი დაიწყო. დაახლოებით, ფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ, მერიდიტის ფიქრები ჯანჯღარის შეწყვეტის სურვილებით, ბორტგამცილებელმა შეაწყვეტინა. — დოქტორო მერიდიტ, სასწრაფოდ მობრძანდით, თუ შეიძლება. — ტვირთის დეკლარაციებს ვავსებდი, - თქვა ბორტგამცილებელმა. ხუთი წუთის წინ ხრიალი მომესმა, მაგრამ საეჭვოდ არაფერი მივიჩნიე. ერთი წუთის წინ მოვიხედე და მგზავრი ასეთ მდგომარეობაში ვიპოვე. კითხვა: ვინ? 4. მოკლული ცოლი დოკტორ მერიდიტმა დაასრულა მარინა პეიჯის გვამის დათვალიერება, რომელიც სახლში, ხალიჩაზე იწვა. — მის პეიჯი, თავში, ამ პისტოლეტის ტარის ჩარტყმით მოკვდა, – თქვა ცნობილმა დეტექტივმა, – მას, ალბათ, 5-ჯერ ან 6-ჯერ ჩაარტყეს. კითხვა: რატომ? 5. სახლი მოჩვენებით — ამაზე კარგ სახლს, ვიდრე ეს არის, თქვენ ვერ ნახავთ – თქვა ტილფორდმა, უძრავი ქონების გაყიდვების აგენტმა. – მას თავისი სტილი აქვს, ხეზე ნამუშევარიც ძალიან დახვეწილია. და ამ ყველაფერს, ის ემატება, რომ თუ იყიდით, საკუთარი მოჩვენება გეყოლებათ. — მოჩვენება? – ჩაეკითხა მერედიტი და თან საძინებლის ფანჯარა გამოაღო, რომელიც ასფალტირებული მოედნის თავზე, II სართულზე იყო. კითხვა: რატომ? 6. ნარინჯისფერი ფრინველი რამდენიმე წლის მანძილზე მისის სიდნი, ყველაზე მდიდარი ქვრივი ნიუ-ორკში, უშედეგოდ ცდილობდა დაემარცხებინა დოქტორ მერიდიტი. როგორც კი ცნობილი გამომძიებელი მის სახლში შევიდა, მაშინვე დაიწყო თამაში — "მიასაკლავე დეტექტივი"... — რა თქმა უნდა თქვენ არ დაგჭირდებათ ამდენი დრო, რომ დაადგინოთ ვინ მოიტყუა. 7. ინდიელებთან მოვაჭრე დოქტორი მერიდიტი, სხვა ტურისტებთან ერთად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წავიდა სამოგზაუროდ. ტურისტები მუზეუმში შევიდნენ და მწვანე ბოთლის ცარიელ ქანდაკებას მიაშტერდნენ. მის გვერდით დაფაზე ეწერა: "ექიმი ჰენრის საიდუმლო ელექსირი." ექსკურსიამძღოლმა აუხსნა ტურისტებს ამ ბოთლის შენახვის მიზეზი. — მშვენიერი ჯინა ნოსკი 77 ასეთი ბოთლით იყო გადარჩენილი 83 წელს, – დაიწყო მან. – მოხუცი ჰენრი მხოლოდ ინდიელებთან ვაჭრობდა – მას არასოდეს მიუყიდია თავისი ელექსირი თეთრი ადამიანისთვის და ელექსირის შემადგენლობას არავის უმხელდა. მაგრამ სიკვდილის წინ, მან თავისი საიდუმლო ნდობით აღჭურვილ პირს გაანდო, როგორც აღმოჩნდა, ელექსირში მხოლოდ შაქარი და წყალი იყო. ერთხელ მთვრალმა ინდიელმა ახალგაზრდა ჯინა მოიტაცა და ჰენრი გამტაცებელს თავისი სურვილით დაედევნა. ის გოგონას დასახმარებლად გადახურული ოთხთვალათი გაემართა, რომელიც ინდიელებთან გადასაცვლელი საქონლით იყო დატვირთული, ხოლო გარედან 80 ცალი ელექსირის ბოთლი ეკიდა თოკებით. ხუთი დღე იარა მან ყინულით მოლიპულ გზებზე, საშინელ ქარში და თოვლში. ჯინა უვნებლად დააბრუნა სახლში. მან მთელი საქონელი და 77 ბოთლი ჯინას სანაცვლოდ მისცა ინდიელებს, ხოლო დარჩენილი სამი ბოთლი, ჯინას მისცა და იმანაც მაშინვე დალია. — ექიმი არ იყო გმირი, – შეეწინააღმდეგა მას მერედიტი. - ის თაღლითი იყო და ჯინას გატაცების თანამონაწილე! კითხვა: როგორ მიხვდა ამას მერედიტი? 8. თვითმკვლელების ოთახი სერ სესილ ბრუდჰილდმა ძლივს მიიზიდა თავისკენ, ექვსას წლიანი სასახლის, ერთ-ერთი თაღის მასიური კარები. მერედიტის ოთახი “თვითმკვლელების ოთახთან" ახლოს იყო. როდესაც ის დაწოლას აპირებდა, ყრუ ყვირილის ხმა გაიგო. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა. მერედიტი სასწრაფოდ გარეთ გამოვარდა. სერ სესილიც ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა “თვითმკვლელების ოთახისკენ". მათ ერთად გააღეს მძიმე კარები. სერ სესილმა ფარანი ქვემოთ მიანათა და სინათლის სხივმა ახალგაზრდა კაცის სხეული გაანათა. — რიჩი, ჩემი ცოლის ადვოკატი! – წამოიკივლა სერ სესილმა. კითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი? 9. მოჩვენებითი გმირი — ყველაფერი მოფიქრებული მქონდა, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა – თქვა სირილ მაკინმა – მარგარიტამ მაშინვე გამშიფრა. – მან ღრმად ჩაისუნთქა. – მარგარიტა – მარგარიტა აპელსონია – მოხუცი გენერლის, უილიამ აპელსონის, მეტსახელად “ველური ბილის" ქალიშვილი და ის გადარეულია ომის გმირებზე. მე ვეტერინარი ვიყავი კორეაში და თოფის გასროლის ხმაც კი არ გამიგია. ამიტომ, რამე უნდა მომეგონებინა, ფრონტთან დაკავშირებული, გმირული ისტორია, რომ შთაბეჭდილება მომეხდინა მარგარიტაზე. — მომიყევით ყველაფერი ისე, როგორც მარგარიტას მოუყევით და მე შევძლებ იმის გარკვევას თუ სად დაუშვით შეცდომა. – შესთავაზა მერიდიტმა. ახალგაზრდა მამაკაცს ერიდებოდა, მაგრამ მაინც მოუყვა თავისი ისტორია მერიდიტს. როდესაც სირილმა დაასრულა მოყოლა, მერიდიტმა გაიღიმა: — გასაკვირი არ არის, რომ მის აპელსონმა არ დაგიჯერათ. კითხვა: რატომ? 10. უნებლიე მოწმე დოქტორი მერიდიტი და შერიფი მონაჰამი ნელა მიდიოდნენ ბილიკზე, რომელიც ჯეიმს ერნსტის უკანა ეზოში, სახლის ახლად შეღებილ უკანა კარსა და მის წინ მდებარე სახელოსნოს შორის გადიოდა. — ნებისმიერი ადგილიდან ამ ბილიკზე ხვდები, – თქვა შერიფმა, – ერნსტ შეეძლო დაენახა, როგორ გაგუდეს ფრედ კოლპი. ის ერთადერთი შესაძლო მოწმეა, მაგრამ უარყოფს, რომ რამე დაინახა. მერიდიტი უფრო ყურადღებით დააკვირდა საღებავის წვეთებს. კარებიდან, დაახლოებით, ბილიკის შუაგულამდე, საღებავის წვეთები წრიული ფორმის იყო, რომლებიც ყოველი 3 ფუტის შემდეგ ეცემოდა მიწაზე. ბილიკის შუა ნაწილიდან სახელოსნომდე, წვეთებს შორის მანძილი, 9 ფუტი იყო და ფორმაც უფრო გაწელილი ჰქონდა. მერიდიტს არ გაკვირვებია, როდესაც სახელოსნო დაკეტილი დახვდა. — ერნსტს ძალიან შეეშინდა, – თქვა შერიფმა. – ის დაბნეულია. თუ მან იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს, რამენაირად უნდა ვაიძულოთ, რომ ყველაფერი თქვას. — ეჭვი არ მეპარება, რომ მას მკვლელის ეშინია და ამიტომ დუმს, – თქვა მერიდიტმა – მაგრამ მან ყველაფერი დაინახა. კითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი? პასუხები: 1. რის შეცდომა ის იყო რომ, მან ინსპექტორს უთხრა, ხელი არაფრისთვის მიხლიაო. უჯრა კი დაკეტილი იყო. არა და თქვა, რომ ჯონმა რევოლვერი უჯრიდან ამოიღოო. გასროლამდე ის უჯრას არ დაკეტავდა, ამიტომ უჯრა ღია უნდა ყოფილიყო. 2. პინგვინები არქტიკაში არ ბინადრობენ და არქტიკის მკვლევარს არ ექნებოდა პინგვინის ფიტული. ის გეოგრაფიის არმცოდნე მკვლელმა მიიტანა და სწორედ პინგვინის ფიტულში იყო სეიფიდან დაკარგული ფული. 3. ბორტგამცილებელი. ის აშკარად იტყუებოდა. დეკლარაცია მკვეთრი კალიგრაფიით იყო შესრულებული, რომელიც მისი თქმით, ფრენის დროს შეავსო. ჯანჯღარი თვითმფრინავის აფრენისთანავე დაიწყო და ასეთ ვითარებაში, ლამაზად ვერ დაწერდა. სინამდვილეში, დეკლარაცია აფრენამდე შეავსო, რომ ალიბი შეექმნა. 4. იმიტომ რომ, მკვლელი - ქმარია. მერიდიტს მისთვის არ უთქვამს სიკვდილის მიზეზი. პისტოლეტის დანახვის დროს, ქმარს უნდა ეფიქრა, რომ ის იარაღით მოკლეს და არა ცემით. 5. მერიდიტმა სახლის დათვალიერების დროს, ფანჯარა გამოაღო. ე. ი. ფანჯარა შიგნით იღებოდა. მასწავლებელი კი ამბობდა რომ, დაინახა როგორ ასწია ფანჯრის ჩარჩო ზევით. ის აშკარად იტყუებოდა. 6. იტყუებოდა ლი როაჩი, რადგან ოკეანის იახტა იმდენად მაღალია, რომ წყალში ჩავარდნილ კაცს ხელით ვერ მისწვდებოდა მეორე ადამიანი და თან, ჰაუკმა ცურვა არ იცოდა, მის დახრჩობას, ზემოდან ხელის დაჭერა არ სჭირდებოდა. ის წყლის ზედაპირზე, 30 წამი იფართხალებდა და ჩაიძირებოდა. 7. ხუთი დღის მანძილზე, ყინვაში, შაქრიანი წყალი აუცილებლად გაიყინებოდა და ბოთლები დასკდებოდა, თან თუ გამტაცებლებს გაეკიდა, ცხენით უნდა წასულიყო და არა საქონლით დატვირთული ოთხთვალათი. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოიგონა, რომ ჯინას ოჯახის წევრებს, მისთვის ინდიელებისთვის დატოვებული საქონლის საფასური გადაეხადათ. 8. რიჩს არ შეეძლო კარების დაკეტვა, რადგან კარების იქით იატაკი არ იყო... 9. თხრობის დასაწყისში, მან თქვა რომ მშვიდი ამინდი იყო. ასეთ ამინდში დროშა ვერ იფრიალებდა. 10. საღებავის წვეთების ფორმისა და დაშორების მიხედვით მიხვდა, რომ ბილიკის შუა ნაწილიდან სახელოსნომდე, ერნსტი გარბოდა. სხვა სიახლეები:* როსველის ინციდენტის დროს გადარჩენილი უცხოპლანეტელი ადამიანებს დაეკონტაქტა* ილონ მასკი – მარსის თვითგამოცხადებული იმპერატორი* თუ თავს გონებამახვილად თვლით, მაშინ ეს გამოცანები თქვენთვისაა (პასუხები აქვს)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები158 1-ს მოსწონს
|