ვიცით, რომ ინტერნეტი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა, მაგრამ ის ასევე არის ადგილი, სადაც კრიმინალებს ფულის გამომუშავება შეუძლიათ ციხეში მოხვედრის შიშის გარეშე. საუბარია შავ ბაზარზე, რომელიც ინტერნეტში არსებობს, სადაც ყველაფერი, რისი ყიდვა-გაყიდვაც შეუძლებელია, სწორედ, რომ შესაძლებელია!
რას იყიდით ინტერნეტით შავ ბაზარზე - გაოცდებით!
1. მონები. 
ვისაც აქვს ბიტკოინები, მაგრამ არ ჰყავს შეყვარებული, შეუძლია უბრალოდ იყიდოს ის. დიახ, შენ შეგიძლია იყიდო ცოლი/ქალი შავ ბაზარზე. უცნობია, თუ როგორ ხდება "საქონლის" გადაცემა, მაგრამ საბოლოოდ ყველა მყიდველი იღებს მონა გოგონას ინდოეთიდან ან ჩინეთიდან. ამაზრზენია, მაგრამ ეს რეალობაა.
2. გარდაცვლილი ბავშვების სული.
რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის სულის ყიდვას, ეშმაკმა იცის, რა უნდა გააკეთო მასთან და საერთოდ როგორ გამოიყურება (და ხელშესახებია თუ არა), მაგრამ საკმაოდ ავისმომასწავებლად ჟღერს.
3. ქალის რძე. 
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ვინმეს დედის რძე სჭირდება ახალშობილისთვის, შეგიძლიათ იყიდოთ ის შავ ბაზარზე.
4. დაქირავებული მკვლელი. 
დაიქირავოთ მკვლელი შავ ბაზარზე, ტორტის ყიდვასავით მარტივია. რა თქმა უნდა, ეს მომსახურება ძვირია, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ პოლიცია ამას ვერ აკონტროლებს, ეს ხომ ონლაინ შავი ბაზარია, სწორედ ამიტომ ეს ბიზნესი ყვავის.
5. მარტორქის რქა. 
აზიელები თვლიან, რომ მარტორქის რქას შეუძლია განკურნოს კიბო და სხვა სასიკვდილო დაავადებები. ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა, მაგრამ სამწუხაროდ, მარტორქების მოკვლა დღემდე გრძელდება შავ ბაზარზე რქების გაყიდვის მიზნით.
6. ნარკოტიკი. 
რა თქმა უნდა, ყველა "სორტის" და ცისარტყელის ყველა ფერის ნარკოტიკი შეგიძლიათ იყიდოთ შავ ბაზარზე. ყველა ნარკომანი ამ გზით, ადვილად ყიდულობს საჭირო საქონელს, სახლიდან გაუსვლელად...
7. იარაღი. 
შავი ბაზარი არ იქნებოდა შავი ბაზარი იარაღის გაყიდვის გარეშე. იქ შეგიძლია იყიდო ყველაფერი: პისტოლეტიდან და AK-47-დან დაწყებული რაკეტსასროლი იარაღით დამთავრებული. ერთადერთი დადებითი აქ ის არის, რომ შავი ბაზრის ორგანიზაციების უმეტესობა უარს ამბობს ტერორისტებთან გარიგებაზე. მაგრამ ყველა სხვა გიჟს ეუბნებიან: "მოგესალმებით".
8. სპერმა. 
დედის რძე არაფერია, იმასთან, რომ ვიღაც მზად არის შავ ბაზარზე სპერმა იყიდოს. ეს მართლაც უცნაურია.
9. ნებისმიერი ქვეყნის პასპორტი. 
შავ ბაზარზე ყველას შეუძლია იყიდოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ყალბი პასპორტი მხოლოდ ათას დოლარად. უფრო მეტიც, გაყალბების ხარისხი საკმაოდ მაღალია.
10. წარწერა სხეულზე. 
სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ შეგიძლიათ გადაიხადოთ 20 დოლარი და უყუროთ სექსუალურ გოგონას სხეულზე თქვენი საავტორო ნებისმიერ ტექსტის წარწერით.
11. თმა. 
თმის გაყიდვა სრულიად ლეგალური და ძალიან მომგებიანი ბიზნესია. კარგი პარიკები ძვირია. ამიტომ, შავი ბაზრის მოვაჭრეებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და დაიწყეს თმის გაყიდვა უფრო იაფად, ვიდრე სალონებში ყიდიან. მასალის მთავარი მომწოდებლები არიან ინდოეთის მაცხოვრებლები.
13. საკრედიტო ბარათები. 
შავ ბაზარზე საკრედიტო ბარათის შეძენის მრავალი ვარიანტი არსებობს. ხალხი ყიდულობს მხოლოდ საკრედიტო ბარათის ნომრებს, ყიდულობს მოპარულ ბარათებს ან დუბლიკატ ბარათებს. 35 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ 100 ცალი მოპარული საკრედიტო ბარათი. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ლატარიაა, რადგან ყველა ეს ბარათი შეიძლება უკვე დაბლოკილი იყოს - მაგრამ რა მოხდება, თუ ჯერ არა?