x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
კანიე უესტმა ცოლს უზარმაზარი "სოკო-საბანი" ჩამოაფხატა თავზე(ვიდეო+ფოტო)
image

თუმცა, როგორც ჩანს ბიანკას არასდროს უნდა ეცვას ნორმალური ტრუსი.კანიე უესტი და მისი ცოლი ბიანკა ცენსორი ერთ დღესაც ვერ ძლებენ, რომ მორიგი სკანდალური გამოხტომა არ მოიმოქმედონ.


მოგეხსენებათ, მისი მეუღლე, ბიანკა ცენსორი რეპერის დიზაინერული ჩანაფიქრების განსახიერება გახდა.


საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზის გამო კანიე უესტი მიიჩნევს, რომ მისი ქალი საზოგადოებაში ისე უნდა გამოჩდნეს, როგორც დედამ გააჩინა.



კომპრომისის სახით, მუსიკოსი თანახმაა საყვარელ ქალს ეცვას მინიმუმი ტანისამოსი, მაგრამ აუცილებლად მისი სექსუალური სხეულის ხიბლის დემონსტრირებით.


ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც გადატვირთულ ავტოსადგომზე რეპერი ცოლთან ერთად Range Rover-ში ჯდება.


ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ბიანკა უბრალოდ კოჭებამდე გახვეული იყო უზარმაზარი ბეწვის ქურთუკში, ხოლო თავზე ეხურა გიგანტური სტრუქტურა, რომელიც ერთდროულად სოკოს მსგავს ქუდსა და საბანს მოგვაგონებდა.

სანამ მომხმარებლები მოასწრებდნენ რეაგირებას, რომ კანიე უესტმა ცოლის ჩაცმა დაიწყო, თუნდაც ცუდ ამინდში მაინც, უესტმა თავის ბლოგზე ბიანკას ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რა დროსაც ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დალაგდა.


ქალბატონი ბიანკა ცენსორი სააბაზანოში პოზიორობს, იგივე უზარმაზარი სოკოსავით ქუდი ახურავს, რომელიც მთელ სახეს უფარავს.


ამ უცნაური თავსაბურავის გარდა, ბიანკას აცვია გამჭვირვალე თეთრი მაისური, რომელიც არ მალავს მის ათქვირებულ მკერდს, ხოლო ქვემოთ აცვია სიმბოლური ტრუსი, რომელიც უფრო მოგაგონებთ სასირცხვო ადგილზე მიმაგრებულ ლენტს.

image

გასული წლის დეკემბერში 28 წლის ბიანკა ცენსორი ჯერ ქუჩაში ხორცისფერ საცვალში ჩაცმული გამოვიდა, რა დროსაც სასირცხვო ადგილებს ფუმფულა სათამაში დათუნია უფარავდა, ხოლო მალვევ მაიამის კლუბში ქმართან ერთად თითქმის შიშველი გამოცხადდა, მხოლოდ თეთრ საცვლებში გამოწყობილი, ხელში კი სათამაშო სპარსული კატა ეკავა.(მიყევი ბმულს)

1
341
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
341
  
2 თებერვალი, 19:34
კანიე როცა უდებს ეტყობა უკან აღარ იღებს, ტოვებს ამ იდიოტკაში, ამოტამაც ამ ქალს მუდმივად შიგ ააქვსს.
0 1 1