მინდა უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გარემოში იზრდება ახლანდელი თაობა.ამ თემაზე დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ინტერნეტში ბარბის თოჯინების ეროტიკულ სურათებს წავაწყდი, რომლებშიც სადიზმის ელემენტებიც ერია.არ მესმის, რატომ უმახინჯებენ პატარებს ბავშვობას და უბინძურებენ გონებას?დღესდღეობით, მშობელმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რომ მისი შვილი ნორმალური, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული გაიზარდოს.თავად დააკვირდით:ინტერნეტი გადავსებულია სასტიკი და სისხლისმღვრელი სტილის ვიდეოთამაშებით, რომლებსაც ბავშვები საათობით უზიან და ვერ წყდებიან, უამრავი მულტიპლიკაციური ფილმი გამოდის, რომლებშიც მთავარი გმირები სადისტურად უსწორდებიან ერთმანეთს, ახლა კი უკვე სათამაშოებმაც შეიძინეს მსგავსი დატვირთვა. ფსიქოლოგთა კვლევები კი ცხადყოფს, რომ ახლანდელ თაობაში გაცილებით მეტი აგრესიაა, ვიდრე ადრე, უფროსებს კი მხოლოდ უკვირთ და საერთოდ არ ცდილობენ ამის მიზეზებს ებრძოლონ.უმეტესობა საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, რას აკეთებს მისი შვილი კომპიუტერთან, ოღონდაც ბავშვმა არ შეაწუხოთ და მზად არიან მთელი დღე არ მოსწყვიტონ ინტერნეტს, სადაც ბავშვს შეუძლია, უამრავი სიბინძურე ნახოს.ჩვეულებრივ, თუნდაც კინოფილმების გვერდებზეც კი ხშირად პორნოგრაფიული საიტების რეკლამებია განთავსებული.ამის შემდეგ კი რა გასაკვირია, რომ აგრესიული და თამამი თაობა გვეზრდება?ვინმე ცდილობს ამის გამოსწორებას?
შესაძლოა იფიქროთ, რომ ვაზვიადებ, თუმცა იმედია ამ ფოტოების დათვალიერების შემდეგ აზრს შეიცვლით.