მუსიკა რის გამო იშიმშილა თემურ წიკლაურმა 21 დღე? 1 თებერვალი, 18:28
როდესაც კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ ჯგუფ "ივერიასთან" ერთად მიუზიკლი “ფიროსმანის" დადგმა გადაწყვიტა და მთავარი-ნიკალას როლის შესრულება თემურ წიკლაურს ანდო, მომღერალმა სულით ხორცამდე გაითავისა დაკისრებული მისია.
თემურ წიკლაურმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად მიახლოებოდა უნიჭიერესი მხატვრის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას, მის გაუსაძლის ყოფას, უკიდურეს სიღატაკეს და გაჭირვებას, ამიტომაც დაუჯერებელი გამბედაობა გამოჩინა – 21 დღის განმავლობაში განერიდა ყველას და ყველაფერს, მხოლოდ წყალს იღებდა, უარი თქვა საკვებზე, მხოლოდ წიგნებს კითხულობდა. თბილისის ძველ უბანში – ავლაბარში კიბის ქვეშ იცხოვრა, როგორც სულმნათმა ნიკო ფიროსმანაშვილმა. თემურ წიკლაური დღეს შემთხვევით არ გავიხსენეთ, 1 თებერვალი მისი გარდაცვალების დღეა, შეგახსენებთ, მოღერალი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების შედეგად 2021 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 35 2-ს მოსწონს
|