x
image
L.C.
საბედისწერო შემთხვევითობა

image მინდა მოგითხროთ მეოცე საუკუნის დასაწყისში მცხოვრები ერთი მხატვრის ისტორია, რომელიც ცხოვრობდა აშშ-ს ერთ-ერთი ქალაქის ჩვეულებრივ უბანში და მისი ნახატები არავისთვის იყო ცნობილი. გაზაფხულის ერთ დილას, მშვენიერ განწყობაზე გაღვიძებული მხატვარი თავისი სახლის აივნიდან იყურებოდა, საიდანაც ლამაზი, მწვანედ აბიბინებული, დიდი მინდორი მოჩანდა.უეცრად მხატვარს თავში გაუელვა აზრმა, თუ რა ლამაზი პარკი გაშენდებოდა ამ ადგილას.ახალი იდეით შეპყრობილმა, დაიწყო მის წარმოსახვაში არსებული პარკის ხატვა, რომელიც სავსე იყო ნათელი, კაშკაშა ფერებით და გარშემო მართლაც ზღაპრულ სამყაროს შექმნიდა.იგი ყოველდღიურად აკეთებდა ასეთ ჩანახატებს, თუმცა თავისი იდეის გამჟღავნების მაგივრად, ნახატებს პატარა სკივრში ინახავდა და არავინ იცოდა მათი არსებობის შესახებ.რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა მხატვრის მეზობლად მცხოვრები კაცი, რომლის დაკრძალვაზეც ჩამოვიდა მისი ნათესავი, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი.ის და მხატვარი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, ამიტომ დაკრძალვის მერე imageმან მისი მონახულება გადაწყვიტა და სტუმრად ეწვია.დიდი ხნის საუბრის შემდეგ, როდესაც სტუმარმა წასვლა დააპირა, მან შემთხვევით წამოსდო ფეხი კუთხეში მიდებულ სკივრს და მასში შენახული ნახატები მთლიანად გადმოცვივდა.პროდიუსერი გააოცა ნახატებზე გამოსახულმა სამყარომ და ლამაზმა ფერებმა.როდესაც იგი დაინტერესდა, თუ რა იყო გამოსახული მათზე, მხატვარმა მას თავისი საიდუმლო გაანდო და უთხრა, რომ ეს ის პარკია, რომელიც მისი სახლის წინ არსებულ დიდ მინდორზე შეიძლებოდა გაშენებულიყო.

ამ მხატვრის სახელი იყო უოლტ დისნეი და სწორედ ასე აშენდა დისნეილენდი.

3
289
4-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
289
  
2012, 20 ოქტომბერი, 9:42
სინტერესოა+++++++++++++++++++++
2012, 14 ოქტომბერი, 1:02
+++++++++ საინტერესო იყო!
2012, 12 ოქტომბერი, 17:28
კარგია;)))))))))))
0 1 3