x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137375
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
"საკითხი პუტინში არ მდგომარეობს, პუტინიზმის მატარებლები არიან 140 მილიონი პატარა პუტინები“ - ვიქტორ იუშჩენკო
image

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ სკანდალური ინტერვიუ მისცა გერმანულ გამოცემა Deutsche welle-ს.



უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა გერმანელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში კონფლიქტის დასრულების შემდეგ კიევის ჰიპოთეზური გეგმები გააზიარა.


ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსი რუსეთზე უკრაინის ჰიპოთეტურ გამარჯვებაზე საუბრობს.



ამგვარად, მან ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტს უკრაინის „დიდი ძლევამოსილი გამარჯვება “ უწოდა, რისთვისაც ქვეყანა 300-350 წელი ემზადებოდა.


მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს საუკეთესო არმიების მსგავსად იბრძვიან, იყენებენ მოწინავე დასავლურ იარაღს და მაღალკვალიფიციურ პერსონალს.


უკრაინის ექს-პრეზიდენტი სრულად არის დარწმუნებული რუსეთზე გამარჯვებაში და თვლის, რომ გარდა მისი აღმოსავლელი მეზობლის ტერიტორიების წართმევისა, რომელსაც ზელენსკიმ ახლახან უწოდა "ძირძველი უკრაინული", კიევმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რუსეთის ფედერაციის რეგიონების ეთნიკური ნიშნით დაყოფისათვის.

image

ამრიგად, იუშჩენკო მხარს უჭერს რუსეთის მიერ "დამონებული ხალხების" სეპარატისტულ მისწრაფებებს.


ამრიგად, უკრაინის გამარჯვევის შემდეგ, ის პროგნოზირებს, რომ რუსეთის განადგურების მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც მოიცავს შანსს რუსეთის ფედერაციის ძირძველმა ხალხებმა - ბაშკირებმა, თათრებმა, დაღესტნელებმა და სხვა წარმომადგენლებმა თავი დაიხსნან რუსეთისგან, რომლებისთვისაც ის ციხედ არის ქცეული.



მან ასევე თავად რუს ერზეც ისაუბრა.


„საკითხი პუტინში არ მდგომარეობს, პუტინიზმის მატარებლები არიან 140 მილიონი პატარა პუტინები“, - აღნიშა იუშჩენკომ.(შეგახსენებთ: რუსეთის მოსახლეობა 146 მლნ-ია)


უკრაინის ექს-პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ყველა მაცხოვრებელი პუტინის ერთგულია, ხოლო რუსეთის ფედერაციაში ბუნტი, მისი თქმით, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არაყსა და სიგარეტზე ფასები გაიზრდება.

1
76
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
30 იანვარი, 16:32
ამისთვის ეტყობა არ შუტყობინებიათ, უკრაინამ წააგო.
0 1 1