x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეს კი ნამდვილად არ იცოდით: 13 რამ, რისი დანიშნულებაც ცოტამ თუ იცის
image


იცით, რატომ იყიდება ნაყინი ვაფლის ჭიქაში? ან ის თუ იცით რატომ აქვს ბატონის პურს თავზე ზოლები? მოკლედ პასუხებს ამ და სხვა სხვა საინტერესო კითხვებზე დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ.





1. რატომ აქვს ბატონის პურს თავზე ზოლები


image


ამ კუთხით მოსაზრებები თავად მცხობელებს შორისაც კი გაიყო. ზოგი ამბობს, რომ ბატონის პური თავზე ჭრილის გარეშე შეიძლება რომ ცხობისას გაიბზაროს, ხოლო ზოგის აზრით ზოლები სილამაზისთვის და ასევე, სხვადასხვა სახეობის პურის ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით კეთდება. მეორე ვერსია უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვინაიდან სხვა სახის პურები თავზე ზოლების გარეშე არ სკდება.




2. რატომ არ არის კლავიატურაზე ასოები ანბანური თანმიმდევრობით განლაგებული?


image


ბევრი ფიქრობს, რომ ცენტრთან ახლოს ყველაზე ხშირად გამოყენებული სიმბოლოები მდებარეობს, მაგრამ საქმე ამაში არ არის. პირველ საბეჭდ მანქანებზე ასოები მართლაც ანბანურად იყო დალაგებული, მაგრამ ერთმანეთის გვერდით მდებარე კლავიშების ბერკეტები ერთმანეთს ეხებოდა. ამიტომ ასოები, რომლებიც ხშირად სიტყვებში თანაარსებობენ, კლავიატურაზე ერთმანეთისგან რაც შეიძლება შორს არის განთავსებული. ასე გაჩნდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი QWERTY განლაგება. მართალია, ის ოპტიმალურისგან საკმაოდ შორს არის, მაგრამ მის შეცვლას ჯერ არავინ აპირებს, რადგან მას უკვე ყველა მიეჩვია.



3. ოვალური ფორმის "ნაჭერი" იდაყვებზე


image


ეს "მოდა" სამხედროებიდან წამოვიდა – მათ იდაყვებზე ბევრი ხოხვა უწევდათ, შესაბამისად, ქსოვილიც სწრაფად ცვდებოდა, ამიტომ უნიფორმას იდაყვებზე წინასწარ ქსოვილის დამატებით ფენას აკერებდნენ, იდეა მონადირეებმაც სათანადოდ შეაფასეს, 50-იან წლების შემდეგ ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტებმა ეს ტრენდი უკვე მათგან სილამაზისთვის ისესხეს.





4. რატომ ათავსებდნენ ნაყინს ვაფლის ჭიქებში


image


მე-19 საუკუნის ბოლოს ნაყინი ქუჩებში მრავალჯერადი გამოყენების შუშის ჭიქებში იყიდებოდა, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში ყოველი მომხმარებლის შემდეგ მხოლოდ წყალში ივლებოდა, მაგრამ 1904 წელს გენიალური გამოსავალი იქნა ნაპოვნი: სიცხის გამო მენაყინესთან უზარმაზარი რიგები დგებოდა, ხოლო მინის ჭიქები ყველასთვის საკმარისი არ იყო, იქვე მდგარი ვაფლის გამყიდვლის ჯიხური კი სულ ცარიელი იყო, სწორედ მას გაუჩნდა ჭიქების ნაცვლად ნაყინის, ვაფლის კონუსში მოთავსების იდეა, შედეგით ყველა კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით კი ექიმები, ვინაიდან ჭიქებში მოთავსებული ნაყინი ტუბერკულოზის გავრცელებას უწყობდა ხელს.


5. რატომ აქვს კედებს რეზინის ცხვირი


image


ოდესღაც კედები კალათბურთელთა ფეხსაცმელი იყო, რეზინის ცხვირი კი თამაშის დროს თითებს იცავდა, რადგან მათი დაზიანება მარტივად ხდებოდა. ამ სახის სპორტულ ფეხსაცმელზე ცხვირი დღევანდელი კედებისგნ განსხვავებით მაშინ ძალიან მყარი რეზინისგან მზადდებოდა. სხვათა შორის, ეს ცხვირი თავდაპირველად თეთრი არ იყო, ასეთი ის მოგვიანებით გახდა, და ეს მხოლოდ სილამაზისთვის გაკეთდა.




6. რა ამოზნექილობები აქვს ბოთლს ძირზე


image


ეს არ გახლავთ მხედველობა დაქვეითებულთათვის განკუთვნილი მარკირება, ყველაფერი გაცილებით პროზაულია. ასეთი ამოზნექილი წერტილები მხოლოდ წარმოებაშია საჭირო, რათა მოხდეს ფორმის ნომრის კოდირება და დეფექტური ბოთლების ჩამოწერა.





7. რატომ აქვს პარკას გაყოფილი ბოლოები


image


პარკა - ყველა ჰიპსტერის საყვარელი სამოსია და, ალბათ, ბევრს აინტერესებს, მის ორად გაყოფილ კიდეებზე რატომ ჰკიდია ზონრები ან რატომ არის მისი უკანა მხარე წინაზე უფრო გრძელი? იმიტომ, რომ პარკა - 50-იან წლებში კორეაში მებრძოლი სამხედროების ქურთუკის შთამომავალია. მათი პარკების უკანა ნაწილი კიდევ უფრო გრძელი იყო, ამიტომ მათი თეძოებზე შემოკვრით მეომრები გათბობასაც ახერხებდნენ. ეს დეტალი ოდნავ შეცვლილი სახით დღემდე შემორჩენილია.



8. რატომ აქვს ლოფერებს ფოჩები?


image

მე-20 საუკუნის შუა ხანებში მეწაღე ნილს ტვერანგერი ნორვეგიელი მეთევზეების ფეხსაცმლით იქნა შთაგონებული, რომლებიც პატარა თასმით იყო გაფორმებული და რომლის დაჭიმვის შემთხვევაში ფეხსაცმლის ფეხზე დამაგრება ხდებოდა. მეწაღემ მეთევზეების ფეხსაცმლის ინდურ მოკასინებთან "შეჯვარებით" მსოფლიო ლოფერებს აზიარა. ზონარმა თანდათან პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა და მოგვიანებით ის წყვილ "ფუნჯად" იქცა.


9. რატომ არის PIN კოდზე 4 ციფრი


image


1996 წელს შოტლანდიელმა ჯეიმს გუდფელოუმ ადამიანთა საბანკო ანგარიშებზე წვდომის დასაცავად PIN კოდი შეიმუშავა. კოდში თავიდან სულ 6 ციფრი იყო, თუმცა მას მეუღლე გამუდმებით ეწუწუნებოდა რომ ასეთი კოდი ძნელი დასამახსოვრებელი იყო, შედეგად ჯეიმსმა ის 4 ციფრამდე შეამცირა.



10. რა საჭიროა ბეწვი კაპიშონზე


image


ბეწვის მორთულობა პირველად უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონის მკვიდრთა თავსაბურავებზე გაჩნდა. მართალია, ისინი თბილ ტანსაცმელს იკერავდნენ, მაგრამ სახე მაინც ღია რჩებოდათ, ამიტომ ის სიცივისგან და ქარისგან რომ დაეცვათ, მათ სახის გარშემო სქელი, გრძელი ბეწვის გამოყენება მოიფიქრეს, რაც სახესთან თბილი ჰაერის შენარჩუნებას უწყობდა ხელს. დღესდღეობით, ასეთი ბეწვი უფრო ხშირად სილამაზისთვის გამოიყენება.




11. რატომ არ ჰგავს საღეჭი რეზინი "ტურბო" სხვებს


image


როგორც ჩანს, 90-იანი წლების ეს ლეგენდარული საღეჭი რეზინის ფორმა მანქანის საბურავის დიზაინს იმეორებს.



12. რატომ აქვს კრენდელს ასეთი უცნაური ფორმა?


image


"კრენდელის" წარმოშობის რამდენიმე თეორია არსებობს. მათგან ყველაზე პოპულარული ფრანგ ბერებს უკავშირდება. ამ თეორიის თანახმად, VII საუკუნის საფრანგეთში ბერები იყენებდნენ საკვებს, რითიც ბავშვებს ლოცვის სწავლისთვის აჯილდოვებდნენ, ხოლო ამ "გემრიელობის" თავისებური ფორმა ლოცვისას ბავშვის შეტყუპებულ ხელებს წარმოადგენდა. სიტყვა "კრენდელი" (ინგლისური - pretzel, გერმანული - bretzel) სავარაუდოდ, ლათინური სიტყვიდან "brassadel"-დან მომდინარეობს, რაც "ხელებით" ნიშნავს, რაც თავის მხრივ ბერძნული "brakhion"-იდან ანუ "ხელიდან" მოდის.


13. რატომ აკეთებენ ყულაბებს გოჭების გამოსახულებით


image


შუა საუკუნეების ინგლისში ფულს თიხის ქოთნებში ინახავდნენ, რომელსაც "pygg jars"-ას უწოდებდნენ, სიტყვიდან "pygg"-ი ანუ "წითელი თიხა". დროთა განმავლობაში ასეთი ქოთნები ყოველდღიური ცხოვრებიდან გაქრა, თუმცა სიტყვების კომბინაცია დარჩა. მხოლოდ აი, გაუგებარი სიტყვა "pygg"-ი დროთა განმავლობაში "pig"-ად ("ღორი") იქცა, და ყულაბების (piggy bank) დამზადებაც გოჭების სახით დაიწყო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯერ გამოთქმა გაჩნდა, შემდეგ კი თავად ნივთი.









0
425
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
425