სხვა დედისგან მიტოვებული ბიჭი ორი წელი მარტო ცხოვრობდა ბინაში და დადიოდა სკოლაში 29 იანვარი, 14:58 საფრანგეთში ცხრა წლის ბავშვი ორი წელი გათბობის გარეშე ცხოვრობდა და ამასთანავე სკოლაში დადიოდა. საფრანგეთში ცხრა წლის ბიჭმა ორი წელი იცხოვრა გათბობისა და ცხელი საკვების გარეშე. წერს გამოცემა voice of europe ქალაქ ნერზაკში, მიტოვებული ბავშვი მუნიციპალურ ბინაში მარტო დარჩა, სადაც ელექტროენერგია და ცხელი წყალი გაითიშა გადაუხდელობის გამო. ორი წლის განმავლობაში მას მეზობლები აივნიდან კონსერვებს, კექსებს, პომიდორს და სხვა საკვებს აწვდიდნენ. ბავშვი ცივი წყლით იბანდა და საძილე ტომარაში იძინებდა, თან დამატებით სამ საბანს იფარებდა. ამავდროულად, ბიჭი სკოლაში დადიოდა და რეგულარულად ასრულებდა საშინაო დავალებებს. კარგი აკადემიური მოსწრების გამო, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ის ოჯახში მარტო ცხოვრობდა. ხელისუფლებამ ამ საკითხის გარშემო სიმართლე მხოლოდ 2022 წლის დეკემბერში შეიტყო, ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც მეზობელმა ანონიმურად შეატყობინა ბიჭის შესახებ პოლიციას. გაირკვა, რომ 2020 წელს ბავშვის 39 წლის დედა ახალ საყვარელთან ერთად მეზობელ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და შვილს დროდადრო აკითხავდა რათა შვილისთვის საჭმელი მოეტანა. სახლის მაცხოვრებლები ცდილობდნენ ქალთან დალაპარაკებას, თუმცა მან უპასუხა, რომ სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფდნენ. როდესაც ქალი მოგვიანებით სასამართლოში გამოცხადდა, მან თქვა, რომ შვილთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ბრალდების მხარემ უარყო მისი სიტყვები - მისი მობილური ტელეფონის მონაცემებით დასტურებოდა, რომ ის დროის უმეტეს ნაწილს სახლის გარეთ ატარებდა. არასრულწლოვნის საფრთხის ქვეშ დატოვებისთვის ქალს ექვსთვიანი შინაპატიმრობა მიესაჯა, ხოლო თავად ბიჭუნა მეურვეობისთვის სხვა ოჯახს გადაეცა. 163 2-ს მოსწონს
|