კინო სერიალები, რომლებიც მიგაჯაჭვებთ ეკრანს და ტვინს აგხდით მოულოდნელობით 9 მარტი, 10:38 ალბათ დაიღალეთ სერიალებით, სადაც თითოეული ეპიზოდი წინას მსგავსია (თუმცა ზოგს პირიქით უყვარს), სიუჟეტური გადახვევები კი პროგნოზირებადია. სიგიჟე, სიამოვნება და სიურპრიზები გინდათ? შევარჩიე რამდენიმე სერიალი, რომელიც მოეწონება ფილმების გონებამახვილ მოყვარულებს. არაჩვეულებრივი ფილმების არჩევანი მათთვის, ვისაც სიგიჟე და სიურპრიზები უყვარს.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე. კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება. თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას). წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა თუ სცენარმა. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი რომანტიკულ ფილმებს უყურებს, სადაც წყვილის სიყვარულთან ერთად მათი ვნება და ლტოლვაა ასახული. სერიალები, რომლებიც მიგაჯაჭვებთ ეკრანს და ტვინს აგხდით მოულოდნელობით1. ველური პალმები. 2. დაკარგული ოთახი. 3. კარნავალი. 4. უტოპია. 5). 11.22.63. 6. მაგიდა კუთხეში. 7. უკან მოტოვება (Left behind). 8. შავი სარკე. 836 3-ს მოსწონს
|