x
image
თამილა გურაშვილი
გიორგი ფანჯავიძე: გაიხსენე, ქართველო, შენი ისტორია
image
ეპისკოპოსმა ჟაკ დე ვიტრმა, რომელიც იერუსალიმის ჯვაროსანთა ლაშქრობაში მონაწილეობდა, რამდენიმე წერილი გაუგზავნა რომის პაპს. მხედართა ეთნიკურ სიჭარბეზე მოუთხრობდა. ახასიათებდა გერმანელ, ინგლისელ, იტალიელ მხედრებს და განსაკუთრებით გამოჰყოფდა ქართველებს, როგორც უმამაცეს ხალხს.
ჟაკ დე ვიტრი, რომელმაცც დამიეტაში გაიცნო ლაშა-გიორგის ელჩები, თავის წიგნში "იერუსალიმის ისტორია" ასე ახასიათებს ქართველებს:
"ისინი არიან ფრიად მედგარნი და მამაცნი ბრძოლაში, ძლიერნი სხეულით და ძლევამოსილნი მხედართა ურიცხვი რაოდენობით. მათ სასტიკად დაშინებული ჰყავთ სარკინოზები, თავისი თავდასხმებით ხშირად აყენებენ ზიანს სპარსელებს, მიდიელებს და ასირიელებს, რომელთაც ესაზღვრებიან, მთლიანად გარშემორტყმულნი ურჯულო ხალხებით. მათ ეწოდებათ გეორგიანები, რადგანაც განსაკუთრებულ პატივსა და თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის, ვისაც თავის მფარველად და მედროშედ თვლიან ურჯულოებთან ომებში და ადიდებენ ყველა სხვა წმინდანზე მეტად.
ყოველთვის, როცა კი ეწვევიან სალოცავად უფლის საფლავს, ისინი შემოდიან წმინდა ქალაქში გაშლილი დროშებით და არავის უხდიან ხარკს. სარკინოზები ვერანაირად ვერ ბედავენ მათს შეწუხებას, რამეთუ შინ დაბრუნებულთ შეუძლიათ შური იძიონ თავისი მეზობელ სარკინოზებზე. მათი კეთილშობილი ქალები ამორძალთა დარად შეიარაღებულნი იბრძვიან რაინდების მხარდამხარ."
✅გაიხსენე, ქართველო, შენი ისტორია, რათა დაანგრიო მრავალწლიანი პროპაგანდის მიერ ჩანერგილი იდეოლოგია, რომლითაც ცდილობენ დააკნინონ ქართული გენი და მოშალონ მისი ფუძე.გახსოვდეს შენ ძალიან ძლიერი და ღირსეული გენის მატარებელი ხარ. - გიორგი ფანჯავიძე
0
43
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0