საქართველო
"თქვე სინდისგაყიდულო ლუზერებო"- ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი
28 იანვარი, 13:25
"ტაბულას" ყოფილი დამფუძნებელი და აწ უკვე "ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი, ნინო ჟიჟილაშვილის ერთ - ერთ ეთერს საგანგებო პოსტით ეხმაურება და "ფორმულას" წამყვანებს "სინდისგაყიდულ ლუზერებს" უწოდებს:
"იცით ქართველი ხალხის გონიერების იმედი რატო მაქვს?
მე რომ ფორმულას ვათრევ, აი იმას მინიმუმ 20-ჯერ მეტი (გაიზრდება დისპროპორცია კიდევ) ქართველი უყურებს, ვიდრე თავად ფორმულას.
ანუ თან მავნებლების განადგურება აინტერესებს და თან, თავად მავნებლები არ აინტერესებს.
"მოდით, არ იყოს საინტერესო ....."
თქვე სინდისგაყიდულო ლუზერებო
ფეისბუქზე მაგათი სტატისტიკა ვნახე (ტელერეიტინგი არ გააჩნიათ) - დემონივით ვხარხარებ ჟიჟის და აკია ბარბაქაძის 897 ნახვაზე - ნუ ყველა კაია, მე-17 სართულიც, დაკარგული დროც ... იდეალურია ოლიგარქის
ჯიბის ინტელიგენციის კვალობაზე."- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" კერძოდ კი, ნინო ჟიჟილაშვილის ეთერს პარტია "ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია სტუმრობდა, რომელმაც პოლიტიკურ საკითხზე თამარ ჩერგოლეიშვილისთვის პირდაპირ ეთერში პასუხის გაცემა მოისურვა, თუმცა გადაცემის წამყვანმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ამის საშუალება შემდეგი მიზეზით არ მისცა:
"ოღონდაც აქედან არ გამოეხმაუროთ რა იმიტომ, რომ მერე აღმოჩნდება, რომ აქედან გამოეხმაურეთ და არ გვაკლია მისი პერსონალური შეურაცხყოფები. ეს არ არის საინტერესო. არ იყოს, რა, საინტერესო". - მიმართა გეგელიას ნინო ჟიჟილაშვილმა.