x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დეკრეტს ბატონ მიხას გარდა ხელს აწერენ პოლიტბიუროს წევრები"-გელა ზედელაშვილი

image

"ბატონმა მიხამ მორიგი დეკრეტი გამოსცა - სავალდებულო ტექდათვალიერებას აუქმებს და ჯარიმებს ათჯერ ამცირებს.
დეკრეტს ბატონ მიხას გარდა ხელს აწერენ პოლიტბიუროს წევრები: ეკა ხერხეულიძე, გიული ალასანია, ნაპოლეონ ბონაპარტი, ჟანა დ, არკი, ალ. მაკედონელი, იულიუს კეისარი და სხვები.
დეკრეტი ძალაში შედის 30 თებერვალს.
*
ამ ინიციატივამ საქართველოს მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მაგალითად, კახელი მევენახეები ბატონ მიხას ეკითხებიან - გაზრდის თუ არა სუბსიდიას მეყურძნეობასთან დაკავშირებით?
ბატონმა მიხამ თავი ჩაჰქინდრა და მორიდებულად განაცხადა - რასაკვირველია, გავზრდი, ოღონდ მაგ საკითხზე ალ. მაკედონელთან უნდა გავმართო კონსულტაციებიო... ეგ კი არა, უახლოეს ხანში “პენციების'' მკვეთრ გაზრდასაც ვვარაუდობ, იმედია, ნაპოლეონ ბონაპარტს დავითანხმებო.
*
ბატონმა მიხამ - მეტსაც გეტყვით, უზურში მაქვს, მარტიდან კაბლელი მებადრიჯნეებიც დავასუბსიდირო, თუ კახელ მევენახეებს ვასუბსიდირებ, მაგათ რაღა დააშავესო? რა, ბადრიჯანი არ არი ჩვენი ევროვნული სიამაყეო?!
*
მოკლედ, რააააა!
ბედნიერია ერი, რომელსაც ეგეთი “იდეინი'' მმართველი ჰყავს, ხოლო ამ მმართველს მრჩევლებად ლეგენდარული პიროვნებები ჰყვანან - ალ. მაკედონელი, ნ. ბონაპარტი, ი. კეისარი, გ. ალასანია, ე. ხერხეულიძე, ჟ. დ, არკი და სხვები.
მმმმმუუუუააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა!"-წერს ირონიულად სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.
შეგახსენებთ, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოცილაურ ქსელში გამოქვეყნა პოსტი, სადაც გაზრდილ ჯარიმებზე და ტექდათვალიერების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს:
image

"თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას. უნდა დავტოვოთ მხოლოდ ნებაყოფლობითი ტექდათვალიერება და მისი წახალისების მიზნით, ისიც უფასოდაა გასაკეთებელი.
ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მთავრობამ მკვეთრად გაზარდა, ყველგან კამერები აყენია და ძალიან ხშირად და დიდი თანხებით აჯარიმებენ. ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი. ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა, რომელიც დასასრულებელია."-წერს სააკაშვილი.
1
478
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
478
  
28 იანვარი, 10:48
ანუ მთავარია ხელისუფლებაში მოვიდე და ეკოლოგია "წყალსაც წაუღიაო"...
0 1 1