ქალი და მამაკაცი "რამდენ ოჯახს ვუყურებ, თითქოსდა ყველაფერი აქვთ, მაგრამ ცარიელები დადიან ამ ქვეყანაზე, უსიყვარულოდ, უიმედოთ" - თეონა ქუმსიაშვილი 40 წლის გახდებოდა 2024, 27 იანვარი, 14:15 ![]() დღეს შემოგთავაზებთ თეონა ქუმსიაშვილის წერილს, რომელიც მეუღლეს, გელა დაიაურს მიწერა.წერილი 2008 წლის 4 მარტით თარიღდება და ნინო ქუმსიაშვილმა გაავრცელა: ”შენ კიდე მეუბნები, ნუ იტირებო.... არადა, როცა სიტყვები გულის გულში გაივლის, როცა სიხარულისა და ტკივილის ჟრუანტელი ერთდროულად დაგივლის, ძნელია თავი შეიკაოს ქალმა, რომელსაც შენი სიყვარული სწორედ რომ დედა ღვთისმშობელმა უწყალობა. მადლობა უფალს.... მე ჩვენი შვილის დედა ვარ. შენ დიდი მადლობა, სიხარულო, თბილი სიტყვებისთვის, გულწრფელი გრძნობებისთვის, ჩემი ოცნების ახდენისთვის... ამ მეილს გუშინ გწერდი და ვეღარ გავაგრძელე მეზობლების გამო :) ძალიან მიყვარხარ.... ძნელია უშენობა, ცუდია... დღეს ისე უცებ გამიქრი, რატო ნეტა... ახლა მარტო ვარ სახლში და ჩემ ჯინაზე ინტერნეტი იყო გათიშული. იცი, ძალიან მომენატრე უკვე, სულ შენზე მინდა ვილაპარაკო. გაბრაზებ ხანდახან, ვიცი, თუნდაც იმით, ბევრს რომ ვერ გწერ. არადა, როგორ მიყვარახარ, როგორ არ მინდა ხოლმე, რომ გაწყენინო, როგორ არ მინდა, ნეტა იცოდე. იცი, სულაც არ მინდა, იმაზე ვიფიქრო, ცხოვრება რომ აუწყობელი გვაქვს, ჯერ რომ ვერ დავიბუდეთ ვერსად, უფალი მოწყალეა და ყველაფერში დაგვეხმარება. რამდენ ოჯახს ვუყურებ, თითქოსდა ყველაფერი აქვთ, მაგრამ ცარიელები დადიან ამ ქვეყანაზე, უსიყვარულოდ, უიმედოთ, სასოწარკვეთილები, და რომ დავფიქრდები ჩვენ, რამხელა წყალობის ღირსნი გავხდით, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ სული ვიპოვეთ და არა ხორცი, რაღაც მატერია. არ მინდა იფიქრო, რომ აქ რამეს წარმოვადგენ, უკვე აღარაფერს. ან რამე მახარებს შენს გარეშე, არ დაიჯერო! უბრალოდ ვცდილობ, დარდმა არ დამთრგუნოს, თან ამ მდგომარეობაში. შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, ჩემი ამოსუნთქვა. ძალიან მიყვარხარ კუნწულ, ძალიან... პატარამ მოგიკითხა დიდი სიყვარულით :))) გკოცნით.” ![]() 183 2-ს მოსწონს
|