სხვა "ხორციელი სია#ოვნებების" ისტორია: 10 არაბავშვური ფაქტი, რომლის შესახებაც არც ერთი მასწავლებელი არ მოგიყვებათ 27 იანვარი, 10:47 ისტორია - ინტრიგებით, საიდუმლოებებითა და მისტერიებით აღსავსე მდიდარი და მრავალმხრივი სამყაროა.საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირად ვიგებთ მნიშვნელოვანი მოვლენების, ლეგენდარული მმართველების ისტორიული გადწყვეტილებებისა და კულტურული მიღწევების შესახებ, თუმცა არც წარსულში მომხდარი ნაკლებად ცნობილი და ხშირად სკანდალური ისტორიული მომენტები უნდა იყოს ინტერეს მოკლებული, რომელთა შესახებაც სწორედ დღეს მსურს რომ მოგიყვეთ. მოკლედ, წარმოგიდგენთ 10 პიკანტურ ისტორიულ ფაქტს, რომელმაც საკუთარი კვალი ქრონიკებში დატოვა.ექიმი ბრინკლი და მისი "თხის" ტექნიკამე-20 საუკუნეში აშშ-ში ექიმმა ჯონ რომულუს ბრინკლიმ საზოგადოებას იმპოტენციის მკურნალობის უნიკალური მეთოდი შესთავაზა, რაც მამაკაცებისთვის თხის სასქესო ჯირკვლის გადანერგვას გულისხმობდა. ამ შარლატანმა მილიონები იშოვა, თუმცა თავს დამტყდარი კრიტიკისა და დევნის შემდეგ სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა.უცნაური მეთოდი
შუა საუკუნეების ქრონიკის ავტორის საქსონ გრამატიკოსის მტკიცებით, ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანის გამოსავლენად გამოიყენებოდა ტექნიკა, რომლის დროსაც სავარაუდო "ეჭვმიტანილთან" ლამაზი ქალი მიჰყავდათ, რათა შეემოწმებინათ მოეძალებოდა თუ არა მას სიყვარულის სურვილი, აღგზნების შემთხვევაში ადამიანი ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელად ითვლებოდა."ცოცხალი სურათები"მე-18 საუკუნეში ახალგაზრდა გოგონები "ცოცხალ სურათებში" მონაწილეობდნენ, ისინი შიშვლებოდნენ და კლასიკური ქალღმერთების პოზებში პოზირებდნენ. სწორედ ეს ითვლება სტრიპტიზის უძველეს ანალოგად.დიდრო - ნამდვილი მექალთანეცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი და განმანათლებელი - დიდრო, ცნობილი იყო ქალებთან თავისი სასიყვარულო ურთიერთობებით, რომელთა ერგულიც ის სიკვდილის ბოლომდე დარჩა. სწორედ ასე ამბობდა ის თავის თავზე: "ოჰ, ბებერო სულელო, ბებერო მექალთანევ!"ანრი IV დე ბურბონი და მისი უცნაური მეტსახელი
საფრანგეთის მეფე ანრი IV დე ბურბონს ფრიად უცნაური სახელი შეარქვეს - "კაპიტნობა სურს, მაგრამ არ შეუძლია", ეს მეტსახელი მას ქალებთან ახლო ურთიერთობის საკითხებში აქტიურობის ნაკლებობის გამო შეერქვა. გარდა ამისა, ფრანგი მმართველი არც სისუფთავის დიდი მოყვარული გახლდათ, რის გამოც მას უსიამოვნო სუნი სდიოდა.
ეკატერინე II-ის უკანასკნელი ფავორიტიიმპერატრიცა ეკატერინე II-ს რომანი პლატონ ზუბოვთან ჰქონდა, რომელიც მასზე 38 წლით უმცროსი იყო. ეს რომანი მის სიკვდილამდე გაგრძელდა.გარყვნილი პაპირომის პაპი ბენედიქტე IX, რომელიც პაპი 12 წლის ასაკში გახდა ვატიკანში აღვირახსნილ ორგიებს აწყობდა. თანამედროვეთა გადმოცემით, მას ქალაქში საუკეთესო ბორდელი ჰქონდა, ხოლო ყველა მისმა მეგობარმა, მიუხედავად მათი საკმაოდ პატარა ასაკისა, გარყვნილების შესახებ ბევრი რამ იცოდა.მესალინა - რომაელი ნიმფომანირომის იმპერატორის კლავდიუსის ცოლი, მესალინა ცნობილი იყო თავისი "გაუმაძღრობითა" და ორგიებით. როცა მას მაღალი საზოგადოება ბეზრდებოდა, მაწანწალას ფორმაში საგანგებოდ ეწყობოდა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად პორტს მიაშურებდა, სადაც მეზღვაურები მას როგორც პორტის მუშაკს გაწეული მომსახურებისთვის ფულსაც კი უხდიდნენ.მასხარების ქორწილიპეტრე I-ს სამეფო კარზე მასხარების და ფრიკების მთელი შტატი ჰყავდა, რომელთა დაცინვა და მასხრად აგდება მას განსაკუთრებით უყვარდა. ერთხელ, კარის გასამხიარულებლად ორმა ჯუჯამ იქორწინა, მათთვის საგანგებოდ კედლებში ფართო ბზარების მქონე პატარა სახლი აშენდა, რათა "ახალგაზრდებისთვის" ქორწილის ღამეს თვალყურის დევნება ნებისმიერს შეძლებოდა.იმპერატორი ნამდვილ მამაკაცად იქცა
პალე- როიალის მოედანი პარიზში განთქმული იყო როგორც "გაყიდული სიყვარულის" ცენტრი. აქ ცხოვრობდნენ ძვირადღირებული "ღამის პეპლები", რომლებიც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს თავიანთ მომსახურებას სთავაზობდნენ. ისინი მაცდურად იყურებოდნენ ფანჯრებიდან და კლიენტებს დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ეპატიჟებოდნენ. თუ ეს მეთოდი არ ამართლებდა, გოგონები ქუჩებში სპეციალურ ბროშურებს არიგებდნენ, სადაც მომსახურების ფასები იყო დატანილი. სწორედ აქ დავაჟკაცდა ნაპოლეონ ბონაპარტი პირველად 18 წლის ასაკში.533 შეფასება არ არის |