x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მორიდებოდათ მაინც! სელებრითები, რომელთა ჩაცმულობაში წესიერების ნასახიც კი არ არის

image


როდესაც ელეგანტურ ქალს ვგულისხმობთ გონებაში სხვადასხვა სილუეტს ვხატავთ. ზოგი ქალის სახებას რეტრო სტილში ხედავს, ზოგისთვის კი ის არსებულ ტენდენციებთან სრულ შესაბამისობაშია. ორივე მხარე მართალია: უბრალოდ სრული სურათისთვის ქალს კიდევ შინაგანი ენერგიაც სჭირდება. ამ ვარსკვლავებში კი ის მეტისმეტად ბევრია. მოკრძალებულ სამოსშიც კი, ეს ქალბატონები ახერხებენ ისეთი ცეცხლის დანთებას, რომელიც მათ გარშემო ყველას "ადნობს." დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ ვარსკვლავების ბოლო პერიოდის ყველაზე თამამი "ლუქები". მოდით, ვნახოთ მსოფლიო - შოუ ბიზნესის ის ცნობილი წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი ჩაცმულობით ყველა ზღვარს გადავიდნენ.





რიტა ორა


image


რიტა ორას არ უყვარს ზედმეტი მოკრძალებულობა და ამიტომაც ყოველთვის იცვამს ასე გამომწვევად. ახლახანს ვარსკვლავმა საკმაოდ თამამი, მთელ სიგრძეზე აჭრილი კაბა მოირგო, რომელიც პრაქტიკულად არაფერს მალავდა!




ლილი ალენი


image


ბრიტანელი მომღერალი იმით არის ცნობილი, რომ ოფიციალური ღონისძიებებისთვის საკმაოდ უცნაურ სამოსს ირჩევს. ასე მაგალითად, ლონდონის იორკის ჰერცოგის თეატრში დასასწრებად ლილიმ კრობ - ტოპზე ჯაჭვის კაბა და გამჭვირვალე მინი ქვედაკაბა მოირგო.





ქლოე კარდაშიანი


image


ქლოე კარდაშიანი დღითიდღე სულ უფრო ლამაზდება - და თავის მაგალითზე ყველა ქალს ასწავლის როგორ ატარონ გამჭვირვალე კაბები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქლოე ამ თეთრ კაბაში მართლაც რომ ნამდვილ თანამედროვე პატარძალს ჰგავს.




ელიზაბეთ ჰარლი


image


მხოლოდ შეხედეთ, როგორ დასეირნობს ელიზაბეთ ჰარლი სენ-ტროპეს ქუჩებში! 58 წლის მოდელი და მსახიობი დღემდე არ ამბობს უარს "შიშველ" კაბებზე, რისი უფლებაც მას ნამდვილად აქვს.




ტარა რიდი


image


"American Pie"-ს ვარსკვლავი საზოგადოებაში ექსტრემალურად "შიშველი" კაბით გამოჩნდა. ტარა რიდის მსგავსი თავდაჯერებულობა ალბათ არავის აწყენდა, წარუმატებელი პლასტიკის მიუხედავად, მსახიობი საკუთარი თავით მაინც კმაყოფილია.




ზენდაია


image


ზენდაიამ ფატალური ქალის იმიჯი ჟურნალ "Elle"-სთვის მოირგო. მსახიობის თაყვანისმცემლებმა უკვე აღნიშნეს, თუ რამდენად უხდება მას ასეთი "თამამი" ჩაცმულობა.







0
409
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
409