საზოგადოება აშშ-ში მცხოვრები ხალხი, რომლებთანაც კვლავ მე-18 საუკუნეა 26 იანვარი, 19:09 ამიშები ანუ ამიშის ძველი ორდერის ჯგუფი - სამი ქვეყნის წარმოშობის ხალხია: გერმანელები, შვეიცარიელები და ფრანგები. ისინი ამერიკის ორ შტატში ცხოვრობენ, პენსილვანიაში და ოჰაიოში.
ამიშები ყველაზე კონსერვატიულები არიან, რომლებიც აფასებენ თავმდაბლობას, ოჯახს, საზოგადოებას და არაამიშ სამყაროსგან განცალკევებას.
ამიშები არ მოიხმარენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და დღემდე ხარებით ამუშავებენ მიწას.
ამიშების მთავარი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა არის, ისინი ყველა პროდუქტს ხელით ამზადებენ. ამიში ბავშვი როცა ხდება სრულწლოვანი, მას ოჯახი თავისუფლებას აძლევს და უშვებს დიდ ქალაქში საცხოვრებლად ორი წლით. ორ წელიწადში ამიშმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება და აირჩევს თანამედროვე ცხოვრებას, თუ დაბრუნდება მშობლებთან და გააგრძელებს საკუთარ კომუნიტთან ერთად ცხოვრებას. ამიშების 95%-ი უკან შინ ბრუნდება. რატომ? იმიტომ, რომ უკან დაბრუნებული ამიში, მშობლებისგან იღებს მიწას, სახლს, ფერმას, ყველა საჭირო საცხოვრებელ საშუალებას და დაოჯახების შემთხვევაშიც კი ოჯახიდან დიდ ბონუსს იღებს. ამიშები საკმაოდ მდიდარი ხალხი არიან, მათი პროდუქცია ამერიკის მარკეტებში ყველაზე ძვირი ღირს. 89 1-ს მოსწონს
|