x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ინგააააააა, უნდა გაგახარო, გოოოოოო"-გელა ზედელაშვილი
image


"ინგააააააა, უნდა გაგახარო, გოოოოოო!


შენ და ირაკლი აფრაკაძის ქვემოთ სურათსა ჰხედამ?

ეგა, ხონის ფსიქიატრიულია!


ვერ უყურებ, როგო კარგა გაუკეთებიათ?

*

მაააშ, მა რა გეგონა, შენი აზრით, როგორც ბატონ მიხას ზეობის პერიოდში ხდებოდა, ყველა ფსიქიატრიული თითო ლარად გაიყიდებოდა და შავი ნოდარა სიუჟეტებ მაამზადებდა?

არაფერიც!

ეგე, კარგა დაინახე, თვალები დააჭყიტე, როგოა მწვანეში ჩაფლული. ეგ რა არი, ჰაერი უნდა ისუნთქო და ჩიტების ჭიკჭიკი მაისმინო, ერთ რამედა ღირს. შენ და ირაკლი აფრაკაძეს რო მიგიყვანენ, წამოსვლა აღარ მოგინდებათ.

image


გოოოოოოოო!


ნუ გეშინია, მარტო შენ და ირაკლი არ იქნებით - ნაპოლეონიც იქ დაგხვდებათ, ალექსანდრე მაკედონელიც, იულიუს კეისარიც, არისტიტელეც, ლევან ბერძენიშვილიც... რავი, თავდაცვის მინისტრად თინა ძალო გეყოლებათ, განათლების მინისტრად - პატარა ჭუტა, შინაგან საქმეთა მინისტრად - გია ბარამიძე, პრემიერ-მინისტრად - ჭიჭე ვაშაძე. რომელი ერთი ჩამოვთვალო? დასხდებით, მოილაპარაკებთ, დანარჩენებს თვითონ დანიშნავთ. მე რა, მე ფეხებზე არა მკიდია?

*

ვერ გავიგე, რას მეკითხები... იქ ტელევიზია არის თუ არა?


მგონი არის... თუ არ იქნება, გაგიხსნიან, რა პრობლემაა? ერთი “იაშიკი'' და მაგის ჯანი, რესპონდენტები გეყოლება, იმის დედა ვატირე - ირაკლა, მაკედონელი, ბონაპარტი, კურკუმალა, არისტოტელე, რომანა, ჭიჭე... მოკლედ, სკანდლებ ააგორებ, მთელ დაწესებულებას ფეხზე დააყენებ.

კვებაა დღეში ოთხჯერ. თუ რამე არ მოგეწონება, ეგრევე გაატელევიზორებ და დირექტორი სუ კარაქიანი პურით ივლის შენთან.

მა რაააა, მა სხვანაირად როგო იქნება?

*

ამიერიდან აღარ დაიწუწუნო, ამ ქვეყანაში არაფერი კეთდებაო.

მა ეს არაფერია?

დასხდებით დაქალ-ძმაკაცები და იჭუკჭუკებთ დილა-საღამოს, მეტი რა საქმე გექნებათ? თუ გენდომებათ, ბიძინა ივანიშვილზეც იჭორავებთ, ირაკლი ღარიბაშვილზეც, ირაკლი კობახიძეზეც, თქვენი ხმი გამცემი არავინ არი, ერთი არავის წამოსცდება, ნუ არაკუნებთო.

დიახ!

ისხედით და არაკუნეთ, ეგეთია დემოკრატიისა და პლურალიზმის არსი!

გინდათ, თეა წულუკიანი ლანძღეთ, გინდათ - შაშა, გინდათ - კოლა, “დუბინკით'' არავინ გამოგეკიდებათ.

ეგ არი... რავი, მე მგონი, გაგიხარდა... ვითამ რატო არ უნდა გაგხარებოდა?

*

ჰო, რამდენიმე დღეში შენ და ირაკლი აფრაკაძეს მოგაკითხავენ, ზოლიან ხალათებს უკუღმა ჩაგაცმევენ და წაგიყვანენ. იმედია, არ იცელქებთ!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ინტერნეტგამოცემა "ლიდერის"დირექტორი გელა ზედელაშვილი.

0
265
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0