x
image
თამილა გურაშვილი
ეროსი მანჯგალაძის და მოწყალების მთხოვნელი ადამიანის ძალიან საინტერესო ისტორია
image ეროსი მანჯგალაძე ძალიან გულჩვილი, კეთილი ადამიანი იყო და რომ იტყვიან მოყვასისათვის სულს არ დაიშურებდა.


ეროსის ფეხით სიარული უყვარდა და სპეკტაკლსა თუ რეპეტიციაზე სახლიდან ფეხით მიდიოდა ხოლმე.


ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც ცნობილი მსახიობი ყოველთვის მანეთიანს უდებდა ქუდში. ერთ დღეს " კავკასიურ ცარცის წრეზე " მიმავალმა მსახიობმა, ქაუშეთთან ჯიბეები მოიჩხრიკა, რომ ტრადიციული რიტუალი შეესრულებინა, მაგრამ საფულე სახლში დარჩენოდა. არადა, მათხოვარი მას მომღიმარი სახით ელოდა.


ეროსიმ არც აცია, არც აცხელა, ჩანთიდან მოსამართლე აზდაკის უზარმაზარი ქუდი ამოიღო, მათხოვარს წამოდგომა სთხოვა, თავად კი მისი ადგილი დაიკავა. ქუდი წინ დაიდო და მოსამართლე აზაკის ფრაზას იმეორებდა, ქრთამს ვიღებო.



გამვლელ-გამომვლელებმა რა თქმა უნდა, იცვნეს დიდი ეროსი და იმასაც მიხვდნენ, თუ რაშიც იყო საქმე. სულ რაღაც ათიოდე წუთში უზარმაზარი ქუდი ფულით აივსო. ეროსიმ საათს დახედა. აზდაკის ქუდიდან მთელი ფული ქუდში ჩაუცალა და უთხრა: აი, ძმაო, მთელი წლის ჩაიბარეო. შემდეგ კი წამოდგა და მისთვის ჩვეული ღირსებით განაგრძო გზა თეატრისაკენ.. აი, ასეთი ბუმბერაზი ხალხი გვყავდა ადრე საქართველოს.



1
363
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
363
  
25 იანვარი, 22:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1