x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1994 წლის 5 დეკემბერის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომ არა რუსეთი ვერ გაბედავდა უკრაინაზე თავდასხმას
image
ეს სურათი მოსკოვში ბუდაპეშტის მემორანდუმამდეა გადაღებული. ხელშეკრულებამ 4 ქვეყანას შორის, რომელიც-უკრაინას, რუსეთს, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს შორის შედგა უკრაინა "გააშიშვლა" და დატოვა დამცავი ფარის-ბირთვული არსენალის გარეშე.


უკრაინის ბირთვული არსენალი 1994 წელს შეადგენდა 1100 ერთეულ ბირთვული ქობინის შემცველ რაკეტას თუ ავია ბომბს, რაც აღემატებოდა ჩინეთის, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ისრაელის ბირთვულ არსენალს ერთად აღებულს.

ცხადია ბირთვული არსენალის მომსახურება ურთულესი და ძვირადღირებული პროცესია, მაგრამ უკრაინის მაშინდელ ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის სანაცვლოდ რომ არ მოეშორებინა ერთიანად ბირთვული არსენალი, რუსეთი ცხადია ვერ გაბედავდა ვერც ყირიმის ანექსიას და ვერც უკრაინაზე თავდასხმას, რადგან უკრაინის ხელში იქნებოდა მძლავრი "კეტი" რომლის გამოყენების შესაძლებლობა რუსეთს ასჯერ დააფიქრებდა, სანამ ყირიმის მიტაცებას ან უკრაინაზე თავდასხმას გადაწყვეტდა.

ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ დაიცვა უკრაინა მემორანდუმის მონაწილე რუსეთის აგრესიისაგან დაეცვა.


უკრაინას 1100 ერთეული ბირთვული ქობინიდან 100 ერთეული, რომ დაეტოვებინა 300 000 უკრაინის მოქალაქე არ დაიღუპებოდა (საუბარია შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო მოსახლეობის წარმომადგენლებზე) არ იქნებოდა კოლოსალური ნგრევა ლამის მთელი უკრაინის მასშტაბით.
ამ მემორანდუმმა ნათლად და გარკვევით, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთი არაა საიმედო პარტნიორი, ხოლო ბრიტანეთი და აშშ მიცემული სიტყვის და ხელმოწერილი მემორანდუმის დამცავი.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქვეყნის უმთავრესი მტერია უვარგისი ხელისუფლება. უკრაინას დამოუკიდებლობის დღიდან სულ უნიათო და კორუმპირებული ხელისუფლებები მართავდა, რისი წყალობითაც, ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებს შორის ერთერთი ყველაზე მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მქონე ქვეყანა დღეს უცხოელებს ეხვეწება რაკეტები, ნაღმები და ჭურვები მიაწოდონ.

ჩემი მშობლიური ქალაქი ხარკოვი აწარმოებდა და არემონდებდა სხვადასხვა დანიშნულების და მოდიფიკაციის მძიმე ტექნიკას, ასევე კიევში ხდებოდა ტანკების წარმოება-მოდერნიზება, ნიკოლაევში იყო საბჭოთა კავშირში უიდესი გემთსაშენი ქარხანა, უკრაინას სსრკ-ს დაშლის მერე შავი ზღვის ფლოტის საკმაოდ დიდი ნაწილი ერგო, რომელთა დიდი ნაწილი გაყიდეს, ნაწილი კი ჯართად დაჭრეს და გაყიდეს.


ასევე სამხედრო ავიაციიდან უკრაინას ერგო საკმაოდ მოზრდილი წილი, რომელთა ნაწილი გაყიდეს, ნაწილი დაშალეს და სათადარიგო ნაწილად გაყიდეს, ნაწილი კი მოუვლელობის გამო აეროდრომებზე და ანგარებში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით დაიჟანგა.

საარტილერიო ჭურვები, საავიაციო რაკეტები და ბომბები იმის ნაცვლად, მათი შენახვისათვის მორგებულ საცავებში შეენახათ, ღია ცის ქვეშ ეყარა, რამაც მათი დიდი ნაწილი გამოუსადეგარი გახადა.

ცუდი ხელისუფლება და კორუფცია, აი ამან დაღუპა უკრაინა და არა იმან, რომ რუსეთი აგრესორია. უკრაინელებმა კარგად იცოდნენ რუსეთი "რა ხილიც" იყო, მაგრამ ფულის კეთების სურვილი იმდენად მაღალი იყო, უკრაინის სამხედრო პოტენციალი განადგურებულ იქნა უკრაინელების ხელით.

მეტსაც გეტყვით: უკრაინულმა სამხედრო დაზვერვამ რამდენიმე უკრაინელი გენერალი და მაღალჩინოსანი დააკავა, რომლებიც გაგანია ომის დროს იარაღის გაყიდვით იყვნენ დაკავებული.

დროა ჩვენი ხელისუფლებაც გამოფხიზლდეს და ქართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დააფინანსოს სათანადოდ, გარდა ამისა საჭიროა მოხდეს მაქსიმალურად ქართული არმიის გადაიარაღება, პარლამენტარებისათვის და ჩინოვნიკებისათვის ხელფასების მომატებას ბევრად ჯობია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაიზარდოს, რადგან რეგიონში ამ ეტაპზე ყველაზე ცუდად შეიარაღებული და აღჭურვილი ჯარი ჩვენ გვყავს, რომელიც ვერცერთ დასახულ ამოცანას ვერ გაართმევს თავს შეიარაღების არქონის გამო და არა იმის გამო, რომ ქართველი ვინმეზე ნაკლებად მებრძოლია ან მებრძოლი სული აკლია.

ერთ მცირე "საიდუმოსაც" გაგიმხელთ, რომ არა ქართველი მებრძოლები, უცხოელი მოხალისეები და დაქირავებულები, რუსეთი მართლაც აიღებდა კიევს 2 კვირაში და დასვამდა მარიონეტულ ხელისუფლებას.



სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ქართული ხასიათიდან გამომდინარე ბრძოლის ჟინმა, საბრძოლო გამოცდილებამ მისცა უკრაინელებს უზარმაზარი სტიმული და სწორედ ამის წყალობით მოხდა კიევის შემოგარენში აგრესორის ჯერ შეკავება, შემდეგ კი განდევნა გარკვეულ მიჯნამდე.

0
271
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
271