სხვა ნაჭრის თოჯინის ცოლი ტყუპების "გაჩენის" შემდეგ "სირთულეებზე" ალაპარაკდა 2024, 22 იანვარი, 15:10 ![]() ბრაზილიელი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ დაქორწინდა ნაჭრის თოჯინაზე, ჩივის სირთულეებზე, რომელიც დაეწყო ნაჭრის ბავშვების გაჩენის შემდეგ. ამის შესახებ Daily Mail იუწყება. ![]() მეირივონე როჩა მორაესმა ვერ იპოვა ღირსეული მამაკაცი ოჯახის შესაქმნელად, რის გამოც განიცდიდა მარტოობას. დედამ გადაწყვიტა დახმარებოდა ქალიშვილს და შეუკერა ნაჭრის თოჯინა, სახელად მარსელო, მამაკაცის სახით, ლურჯი თვალებით, ყავისფერი თმით და ულვაშებით. ბრაზილიელ ქალს ძალიან მოეწონა სათამაშო: ის დაქორწინდა თოჯინაზე და რამდენიმე თვის შემდეგ, ვითომდა შეეძინა ვაჟი, სახელად მარსელინიო. ამის შემდეგ წყვილმა კიდევ ტყუპები "გააჩინა". ![]() ამასთან, ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ მარსელო სტრესულ სიტუაციაშია, რადგან ახლა მათ მეტი ფული სჭირდებათ. „გასავალი იზრდება და მას უწევს საკვებზე, ტანსაცმელზე, ქირაზე, ელექტროენერგიაზე, წყალსა და მედიკამენტებზე გადახდა. ასე რომ, ის ცოტათი ნერვიულობს ყველა ამ გადასახადზე, ”- აღნიშნა ქალმა. ![]() ![]() ![]() 260 4-ს მოსწონს
|