x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
არსებობს თუ არა ბედისწერა?

ალბათ, ბევრი რელიგიური ადამიანი (იმას არ ვამბობ, რომ თავად მე, არ ვარ რელიგიური ადამიანი) არ დამეთანხმება ჩემი დღევანდელი სტატიის არსსა და ჩემი მოსაზრების გაჟღერებაში, რადგან მათგან უმეტესობა მიიჩნევს, რომ ღვთაებრივი განზრახვა არ არის ბედი და ბედისწერა, თუმცა, მე ამ მოცემულ აზრს ბოლომდე ვერც ვიზიარებ და ვერც ვუარყოფ.

რადგან, მივიჩნევ რომ ადამიანმა რაც არ უნდა გააკეთო, ბედი მაინც თავისას იზამს და მას ვერა და ვერ გააკონტროლებ, ამ ისედაცდა უკონტროლო სამყაროში. მაგალითად, პირადად მე, უამრავი შესაძლებლობის გამოყენება მსურს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც არ მიმართლებს, ზოგჯერ ამას უბედობას ვაბრალებდი, ზოგჯერ კი ჩვენს გარშემო არსებულ ტოქსიკურ გარემოს. მერე კი გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ, ბედისწერის ამბავია და მხოლოდ, იმის კეთებას უნდა მიჰყვე ადამიანი, რაც ყველაზე კარგად გეხერხება, რასაც ჩემს შემთხვევაში მაგალითად, წერა წარმოადგენს, რადგან ბუნებით, ყოველთვის, ხელოვანი ადამიანი ვიყავი და რამდენიც არ უნდა ვეცადო, ამას ვერა და ვერ შევცვლი და ხელოვნების გარდა, გულს ვერაფერს დავუდებ.

იმ ადამიანებისაც, კარგად მესმის, ვისაც ყოველდღიურობა დღითი-დღე ანადგურებს და ნამდვილად, არ მინდა, საბოლოოდ, ამ ადამიანების რიცხვში აღმოვჩნდე. როგორც ერთ-ერთმა ცნობილმა მუსიკოსმა, რიჩარდ ეშკროფტმა განაცხადა, სწორედ, ყოველდღიურობამ მოკლა მამამისი, რომელიც ყოველდღე ოფისში დადიოდა თავისი სამუშაოს შესასრულებლად, რასაც საბოლოოდ, მისმა გულმა ვერ გაუძლო, რის შედეგადაც გარდაიცვალა და ბოლოს მან ისიც კი დააყოლა, რომ მას ნამდვილად არ სურდა, მსგავსი ცხოვრებით, ეცხოვრა.

ასე, რომ ჩემთვის, წარმოუდგენელია, ადამიანმა იარსებობს თავისი ოცნებებისა და თავისუფასი ნების გარეშე და მიმაჩნია, რომ ბედისწერამ ადამიანის ოცნებებს დაღი, არანაირად, არ უნდა დაასვას, რადგან ზოგიერთი ადამიანისათის ერთადერთი რამ რაც ამ, არასტაბილურ, სამყაროში აცოცხელებთ და აფეხზე მყარად დგომის საშუალებას აძლებთ, სწორედ, მათი დიდებული ოცნებებია.


ამასთანავე, მსურდა, თქვენთვის წარმომედგინა, რამდენიმე ფრაზა ბედისა და ბედისწერის თაობაზე და ამის შემდეგ, თავად გადაწყვიტეთ მისი არსებობა/არარსებობის საკითხი:

''ფსიქოლოგია მხოლოდ სხვა სიტყვაა იმისა, რასაც ძველები ბედისწერას უწოდებდნენ'', - აცხადებს ჯულიანი. ("საიდუმლო ისტორია'' 1992, დონა ტარტის ნოველა).

''სადაც ბედი მიგვიყვანთ, მიჰყევით''. (ვერგილიუსი, რომაელი პოეტი, 70-19 ძვ. წ.).

''ბედი გზას უკვალავს, მხოლოდ მას, ვინც მას მიჰყვება და ღრმად ძირავს მას, ვინც მას წინააღმდეგობას უწევს''. - პლუტარქე.


imageimageimageimage

ასე, რომ მე ვინ ვარ რომ ბედისა და ბედისწერის არსებობს, რომ არ მჯეროდეს და მას შევეწინააღმდეგო? რადგან ასე მგონია, რომ ჩემი "თავისუფალი ნება'', საბოლოოდ, მაინც, ჩემს ბედსა და ბედისწერასთან მიმიყვანს.




0
93
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0