x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ლენინის გარდაცვალების ვერსიები, რომლებიც დღემდე საკამათოა

image

100 წლის წინ, 1924 წლის 21 იანვარს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ვლადიმერ ლენინი, დღემდე მისი სიკვდილის მიზეზი ბურუსითაა მოსილი და საკამათოა.ქვემოთ გავიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს.




"20/21, 21/22 ზამთარში ვლადიმერ ილიჩი თავს ცუდად გრძნობდა. თავის ტკივილი და შრომისუნარიანობის დაკარგვა და მას ძალიან აწუხებდა. ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ ამ პერიოდში რატომღაც ვლადიმერ ილიჩმა უთხრა სტალინს, რომ ალბათ ეს ყველაფერი დამბლით დამთავრდებოდა და სტალინს პირობა ჩამოართვა, რომ ამ შემთხვევაში დაეხმარებოდა კალიუმის ციანიდის შოვნაში და მიცემაში."-(ლენინის უმცროსი დის, მარია ულიანოვას მოგონებიდან)

image



ინსულტი


1922 წლის 25 მაისს ლენინი პირველი შეტევა ჰქონდა. 30 მაისს სტალინთან საუბარში მან თვითმკვლელობისთვის საწამლავი ითხოვა, მაგრამ ლენინი დაარწმუნეს ემკურნალა. საბჭოთა მთავრობის მეთაურის სამკურნალოდ გამოიძახეს ნერვული დაავადებების წამყვანი გერმანელი სპეციალისტები, ხოლო ლენინის მთავარი მკურნალი ექიმი 1922 წლის დეკემბრიდან 1924 წლის გარდაცვალებამდე იყო ნევროლოგი ოტფრიდ ფორსტერი. მკურნალი ექიმები იყვნენ აგრეთვე ნევროლოგი ვასილი კრამერი, რომელმაც შეაგროვა პაციენტის სამედიცინო ისტორია, ალექსეი კოჟევნიკოვი, რომელმაც დაიწყო მისი მკურნალობა და ვიქტორ ოსიპოვი, რომელმაც დაასრულა მკურნალობა.


დაავადება პროგრესირებდა არათანაბრად: იყო ხანმოკლე რემისიები, რასაც მოჰყვა გაუარესება. ასე რომ, 2 ოქტომბერს ლენინი სამუშაოს დაუბრუნდა. მისი ბოლო საჯარო გამოსვლა შედგა 1922 წლის 20 ნოემბერს მოსკოვის საბჭოს პლენუმზე. 1922 წლის 12 დეკემბერს იგი უკანასკნელად მუშაობს კრემლში.


1922 წლის 16 დეკემბერს ლენინს ინსულტი გაუმეორდა, რამაც მარჯვენა მხარეზე დამბლა გამოიწვია., თუმცა ექიმების თქმით, ინსულტმა „არ იმოქმედა ბელადის გონებრივ უნარებზე. მიუხედავად იმისა, რომ პარტიულ ლიდერებს აშკარად არ აძლევდნენ მასთან სტუმრობის უფლებას, ლენინი განაგრძობდა შენიშვნების და სტატიების კარნახს პარტიულ საქმეებზე. მათ შორის იყო ცნობილი "ანდერძი" - "წერილი კონგრესისადმი", დათარიღებული 1922 წლის 25 დეკემბრით, პოსტსკრიპტუმ დაწერილი 1923 წლის 4 იანვარს.


22 დეკემბერს მან კვლავ დააყენა თვითმკვლელობის საკითხი, ამჯერად ფოტიევას გადასცა მითითებები .


1923 წლის 9 მარტს მოჰყვა მესამე ინსულტი, რის შედეგადაც ლენინმა დაკარგა მეტყველების უნარი; მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ათი თვე იცოცხლა, აღარ მუშაობდა. 17 მარტს ლენინმა კრუპსკაიას შუამავლობით კვლავ სთხოვა სტალინს კალიუმის ციანიდი.


ლენინის გარდაცვალების ოფიციალური დიაგნოზი იყო:- მარცხენა საძილე არტერიის ათეროსკლეროზი, თავის ტვინის დარბილება და კულმინაციური მომენტი, ტვინში სისხლჩაქცევა სასიცოცხლო მიდამოებში.

image

სიფილისი



ლენინის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის გარდა, ჯერ კიდევ 1920-იან წლებში გამოითქვა მოსაზრებები ლენინის სიფილისით დაავადების შესახებ. სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ცერებრალური სისხლდენა სიფილისის ნეიროვასკულური ფორმის შედეგად: ეს ვერსია დასტურდება იმით, რომ ლენინს მკურნალობდნენ ექსკლუზიურად ვერცხლისწყლისა და დარიშხანის შემცველი სიფილისის საწინააღმდეგო პრეპარატებით . 2002 წელს ეს ვერსია გაჟღერდა დოკუმენტურ ფილმში "სამედიცინო საიდუმლოება" საარქივო დოკუმენტების მითითებით. 2004 წლის ივნისში გამოქვეყნდა სტატია European Journal of Neurology-ში, რომლის ავტორები ცდილობდნენ მის დასაბუთებას მეცნიერული მონაცემების საფუძველზე . ექიმი ვ.მ. ნოვოსელოვის თქმით, რომელმაც შეისწავლა ექიმების ჩანაწერები, რომლებიც მკურნალობდნენ ლენინს, დააფიქსირა სიმპტომები: დაავადების პროგრესირებადი ბუნება (ცრუ დამბლა და სწრაფი „აღდგენა“), გამოყენებული წამლები და გაკვეთის შედეგები აშკარად მიუთითებდა ნეიროსიფილისზე. თუმცა არიან მეცნიერები და პათალოგანატომები, რომლებიც ამ ვერსიას არ იზიარებენ.



მოწამვლა



ამრიგად, ყველაზე გავრცელებული ჭორების მიხედვით, ლენინი მოწამლა იოსებ სტალინმა. 1990-იან წლებში გამოჩნდა პუბლიკაციები სტალინისა და გენრიხ იაგოდას მიერ ლენინის მოწამვლის შესახებ. ლენინის სამედიცინო ისტორიასთან დაკავშირებული მასალები შემოწმდა 1970-იან წლებში გამოკვლევის დროს. მოწამვლის ბრალდებები უსაფუძვლო აღმოჩნდა.


ასევე უარყოფილი იქნა ვერსია, რომ ლენინის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი იყო მიხელსონის ქარხანაში 1918 წლის 30 აგვისტოს მის მიმართ განხორციელებული ტერაქტი. თითქოსდა ფანი კაპლანის ნასროლი ტყვია, რითაც ლენინი დაიჭრა, კურარეთი იყო გაჟღენთილი, (შენიშვნა: კურარე-ძლიერი მცენარეული შხამი, რომლის მიღება იცოდნენ სამხრეთ ამერიკელმა ინდიელებმა და იყენებდნენ ისრების მოსაწამლად)

image





ლენინის ავადმყოფობასა და სიკვდილთან დაკავშირებული დოკუმენტები, ლენინის დისშვილის ო.დ.ულიანოვას მოთხოვნით, რჩება საიდუმლოდ, მინიმუმ 2024 წლამდე.

0
169
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0