x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
Playboy-ის დამფუძნებლის ქვრივმა აღიარა, რომ მეუღლეს მიმართ გძნობები არ ჰქონდა
image

Playboy-ის დამფუძნებლის, კრისტალ ჰეფნერის ქვრივმა აღიარა, რომ ქმარი არ უყვარდა.


მამაკაცთა ჟურნალის Playboy-ის დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის ქვრივმა, კრისტალმა აღიარა, რომ ქმრის მიმართ გრძნობები არ გააჩნდა.


37 წლის მოდელმა People-თან ინტერვიუში 60 წლით უფროს ბიზნესმენთან ცხოვრებასა და ქორწინებაზე ისაუბრა.



როდესაც ჰეფნერმა პირველად შესთავაზა ცოლობა, გოგონამ უარით გაისტუმრა. მაგრამ მალე მან გადაიფიქრა და გრძნობების ნაკლებობის მიუხედავად დაქორწინდა მასზე. ახალგაზრდა ქვრივის თქმით, მეუღლეებს შორის ძალაუფლების სერიოზული დისბალანსი იყო, ხოლო "წარმატებული ადამიანების" სამყაროში მოხვედრის საფასური "ოთხმოცი წლის კაცთან დაწოლა" გახდა.

image

ჰეფნერის ქვრივმა ისიც აღიარა, რომ ქორწინებაში თავი დაკარგა.ციხე-სიმაგრეში, სადაც ცხოვრობდნენ მუდამ ჩნდებოდა ობი.


" ისე კარგად არ იწმინდებოდა და ობი ჩნდებოდა... გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი უბრალოდ უსარგებლოდ და ამაზრზენად გეჩვენებოდა. ძალიან ბევრი წვეულება იმართებოდა. ის(გულისხმობს ქმარს) გამოფიტული იყო“.


„მე მგონია, რომ თითქოს გამუდმებით ვტიროდი ყველაზე და ყველაფერზე“, ამბობს ის ჟურნალ People-თან ინტერვიუში.


”ყველა ის ცხოველი, რომელიც Playboy-ის დამფუძნებლის ზოოპარკში ცხოვრობდნენ ისეთი დეპრესიული და სევდიანად გამოიყურდნენ. ეს ყველაფერი ილუზია იყო. მართალი გითხრათ, არც კი ვიცი ბედნიერი ვიყავი თუ არა."


image

85 წლის მაგნატმა პირველად 2011 წელს გამოაცხადა 25 წლის მოდელ კრისტალ ჰარისზე დაქორწინების შესახებ . ასაკობრივი სხვაობა ბიზნესმენს არ აწუხებდა. ქორწილამდე ხუთი დღით ადრე გოგონა გაექცა საქმროს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა მასთან, რადგან მიხვდა, რომ მარტო ვერ უმკლავდებოდა ცხოვრებისეულ სირთულეებს. 2012 წელს წყვილი ლოს ანჯელესში დაქორწინდა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ჰეფნერი გარდაიცვალა.

1
485
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
485
  
25 იანვარი, 22:12
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1