x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
საბრინამ თავისი ახალი ფოტოებით ყველა შოკში ჩააგდო

image


ამ სკანდალური იტალიელი მომღერლის, მსახიობისა და მოდელის სახელი უფროსი თაობისთვის კარგად არის ცნობილი, ვინაიდან საბრინას დიდების პიკი სწორედ გასული საუკუნის 80-იან წლებს ემთხვევა. რამდენიმე სილამაზის კონკურსში გამარჯვებისა და ცნობილი სინგლის "Boys"-ის შესრულების შემდეგ, რომელმაც მას მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოუტანა, გოგონა შოუ-ბიზნესის ერთი - ერთი პოპულარული სახე უმოკლეს დროში გახდა. გაგიკვირდებათ როგორ გამოიყურება ერთ დროს ყველასთვის საყვარელი მომღერალი დღეს.


image


თუ თქვენ ელით, რომ ფოტოებზე უკვე ასაკში შესულ, მოკრძალებულ სამოსში გამოწყობილ ქალბატონს იხილავთ ძალან ცდებით. 55 წლის საბრინას ახალმა ფოტოებმა მისი თაყვანისმცემლები სასწაულების არსებობაში საბოლოოდ დაარწმუნა.


imageimage


"ნუთუ საბრინასთვის დრო გაჩერდა?", "თვალებს ვერ ვუჯერებ", "საოცარია, მას დაბერება დაავიწყდა", "მგონი კიდევ უფრო ლამაზი გახდა", "პლასტიკური ქირურგია სასწაულებს ახდენს", "ლამაზმანი", "55 წლის ასაკში 18 წლის გოგოსავით გამოიყურება", "ეს უფრო სასწაულს ჰგავს" - არ წყდებოდა საყვარელი მომღერლის ახალი ფოტოების ქვეშ მისი თაყვანისმცემლების აღმაფრთოვანებელი კომენტარები.


imageimage


დღესდღეობით, ის იშვიათად მართავს კონცერტებს, თუმცა ზოგჯერ სარეკლამო რგოლებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს. მომღერლის ძირითად შემოსავლის წყაროს მისი სარესტორნო ბიზნესი წარმოადგენს, არტისტი საკუთარი ბრენდის ქვეშ ასევე მოდურ სამოსსაც აწარმოებს. მის პირად ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა. საბრინა დიდი ხანია კომპოზიტორ ენრიკო მონტიზეა დაქორწინებული, რომლისგანაც ერთადერთი ვაჟი - ლუკა ჰყავს. მომღერალი თავის ასაკთან შედარებით მართლაც ფანტასტიკურად გამოიყურება.


image







0
365
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
365